29 December 2016
  • 565 ნახვა

აშშ-ის სენატორი: რუსეთს და პუტინს მკაცრი სანქციები მოელით კიბერთავდასხმის გამო

აშშ-ის სენატორმა განაცხადა, რომ რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციები მოელით აშშ-ის არჩევნების დროს სავარაუდო კიბერთავდასხმების გამო. ლინდსი გრემმა, რუსპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კეროლაინადან, ლატვიაში განაცხადა 28 დეკემბერს, რომ კონგრესი გამოიძიებს ბრალდებას, ჩაერია თუ არა მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ნოემბერს და ცალმხრივი სანქციები მძლავრ დარტყმას მიაყენებს რუსეთს და კერძოდ, პრეზიდენტს პუტინს. სენატორს არ დაუზუსტებია შესაძლებელი სანქციების არსი. რუსეთი უარყოფს აშშ-ის პარტიების საკომპიუტერო სერვერებზე თავდასხმებს. გრემი სამდღიანი ვიზიტით არის ბალტიის ქვეყნებში სენატორ ჯონ მაკკეინთან და მინესოტელ დემოკრატ სენატორ ემი კლობუშართან ერთად. ისინი შემდეგ უკრაინას, საქართველოს და ჩერნოგორიას ეწვევიან.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28202199.html

მსგავსი