09 January 2017
  • 335 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

ფეხბურთი უამრავი მიზეზითაა უცნაური, და ამის გამო, საინტერესო თამაში. ამჯერად ერთ უცნაურობაზე მინდა შევჩერდე - მოტივაციაზე. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ფეხბურთში მოტივაციის ხარჯზე სასწაულების კეთება შეიძლება და დღეს ალბათ ყველაზე დიდ სასწაულზე მოგიყვებით დეტალურად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როგორმე იქნებ ქართველმა ფეხბურთელებმაც ირწმუნონ მოტივაციის ყოვლისშემძლეობა და წლეულს მაინც შეძლონ სხვა თუ არაფრის, ამის ხარჯზე რაღაც წარმატების მიღწევა...

ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე სკანდალური ფინალი - რიო დე ჟანეიროში, გატენილი “მარაკანას” თვალწინ, ბრაზილიის ფანტასტიკურ ნაკრებს ურუგვაისთან ფრეც ჰყოფნიდა, 1:0-საც იგებდა, მაგრამ მოულოდნელად ორი გოლი გაუშვა და წააგო. 

ამდენ ბრაზილიელს ერთად არასდროს უტირია.

...თამაშდე დიდი დრო იყო დარჩენილი, “მარაკანასკენ” კი მთელი რიო მიემართებოდა: ახალგაზრდები და მოხუცები, კაცები და ქალები, მდიდრები და ღარიბები და ყველა, აბსოლუტურად ყველა დარწმუნებული იყო, რომ საღამოს დაუვიწყარი დღესასწაული დაიწყებოდა.

- რამდენს გავუტანთ დღეს ურუგვაის? - იკითხა ვიღაცამ.

- შვიდს, რვას, ცხრას... - უპასუხა ხალხმა.

...ობდულიო ვარელამ კი “მუშაობა” ჯერ კიდევ 15 ივლისს, გადამწყვეტი თამაშის წინა დღეს დაიწყო მას შემდეგ, რაც გაზეთი “ო მუნდო” გადაშალა და დაინახა ბრაზილიის ნაკრების უზარმაზარი ფოტო, რომელსაც ასეთი მინაწერი ჰქონდა: “აი, მსოფლიო ჩემპიონები!” ვარელამ ბრაზილიაში ურუგვაის კონსულს მანუელ კაბალიეროს სთხოვა, ოცი ეგზემპლარი ეყიდა და ფეხბურთელებისთვის დაერიგებინა. ასეც მოხდა, კაპიტანმა კი თითით მიანიშნა სტატიას და თანაგუნდელებს უთხრა: “ვწუხვარ, სინიორებო, თქვენ უკვე წააგეთ.” მერე ყველა ნომრიდან პირველი გვერდი ამოხია და უნიტაზში ჩარეცხა.

დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ იგი იტყვის: “ის შეხვედრა ასჯერ რომ გადათამაშდეს, ალბათ, ასჯერვე წავაგებთ. მაგრამ ურუგვაელები წინასწარ არასდროს არავის დანებდებიან!”

მეორე დღეს, გვირაბში გასვლისას, ობდულიომ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის შეახსენა პარტნიორებს, რომ ისინი ნამდვილი კაცები არიან: “ყურადღებას ნუ მიაქცევთ ტრიბუნებს, რადგან მთავარი ამბები ქვევით, მოედანზე დატრიალდება. იქ კი თერთმეტი თერთმეტზე ვიომებთ.” ურუგვაელებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს და იმ ოცდასამ საფეხურს აუყვნენ, რომლის ბოლოშიც “მარაკანა” თუხთუხებდა.

1950 წლის 16 ივლისის სამის ნახევარი იყო. მოედანზე ჯერ მასპინძლები გავიდნენ და მათ ოფიციალურად 173 850 ქომაგი შეეგება, თუმცა, სტადიონი გადაჭედილი იყო და როგორც ამბობენ, მას მერე “მარაკანაზე” ამდენი ხალხი არ შეკრებილა.

ფოტოგრაფები ძირითადად ბრაზილიელებს იღებდნენ, რაც ვარელას არ გამორჩენია და თანამემამულე ფოტორეპორტიორებს დაუყვირა: “შეეშვით მაიმუნებს და ჩვენ გადაგვიღეთ. ჩემპიონები ჩვენ გავხდებით!”

ამას მოჰყვა წინასამატჩო კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ობდულიო ვარელა, აუგუსტო და ინგლისელი მთავარი მსაჯი ჯორჯ რაიდერი. წინა შეხვედრებში არჩევანის უფლება ყოველთვის ბრაზილიელებს რჩებოდათ, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა და სტუმართა კაპიტანმაც პირველი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს - აირჩია ის ნახევარი, რომელსაც მანამდე ბრაზილიელები ირჩევდნენ. გააკეთა თუ არა ეს, ისე, რომ მსაჯისთვის ხელი არ ჩამოურთმევია, ვარელა საკუთარ ნახევარზე დადგა. ის მსაჯებს ვერ იტანდა.

მომდევნო ორმოცი წლის განმავლობაში ზიზინიო დაუღალავად იმეორებდა: “ჩვენი დღე არ იყო. ორი წლის, ორი თვის ან თუნდაც ორი დღის შემდეგ რომ შევხვედრილიყავით, ურუგვაელებს გავანადგურებდით.” შესაძლოა, ზიზინიო მართალიცაა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში დაიწყო 16 ივლისს, სამ საათზე, როცა რაიდერმა დაუსტვინა და ადემირმა ბურთი ჟაირს დაუგორა...

შესვენება. ის დროა, ობდულიო ვარელას დავუბრუნდეთ - ეს იყო მულატი, ესპანელი მამისა და აფროამერიკელი დედის შვილი, სამკლასიანი განათლებით, გაზეთების გამყიდველი, ფეხსაცმლის მწმენდავი და სეზონური მუშა. წითელი ღვინის სიყვარულის გამო მეზობლებმა “ვინაჩო” შეარქვეს. მაგრამ, მიუხედავად ასეთი არცთუ ნათელი წარსულისა, მას არ გასჭირვებია მასპინძელთათვის ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმების მიყენება, როგორიც მხოლოდ რაფინირებულ ინტელექტუალთაგანაა მოსალოდნელი. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ვარელა აწ უკვე არარსებულ გაზეთ “ოპინიონს” ეტყვის:

"ბევრჯერ მითამაშია უგაზონო, ოღროჩოღრო, უტრიბუნო მოედნებზე და იქიდან ყოველთვის მთელი გამოვდიოდი. ჰოდა, “მარაკანაზე” რაღა შემაშინებდა? იქ ხომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს.”

მეორე ტაიმის 81-ე წამზე ბრაზილიელებმა სანუკვარი გოლი გაიტანეს. მოვუსმინოთ ნაციონალური რადიოს კომენტატორს: “მეტოქეს ზიზინიომ აართვა ბურთი და შეტევა წამოიწყო. ბრაზილიელები მთელი გუნდით წინ მიიწევენ. პასი ადემირს, ადემირი საჯარიმოსთან პოულობს ფრიასას. ყურადღება! ფრიასა შედის საჯარიმოში, დარტყმა... გოოოოოოოოოოოოლ! ბრაზიიიიიილ!”

ურუგვაელებს მეხი დაეცათ. თუმცა არა, ობდულიო ამას არ დაუშვებს. მან მორიგი დარტყმა მიაყენა მასპინძლებს მაშინ, როცა ურუგვაელებს ყველაზე მეტად უჭირდათ - წყნარად გამოიტანა ბურთი საკუთარი კარიდან, იღლიაში ამოიდო და თანამსაჯისკენ, არტურ ელისისკენ დაიძრა ურთიერთობის გასარკვევად. შემდეგ ჯორჯ რაიდერს მიადგა და მთელი წუთნახევრის განმავლობაში ეკამათებოდა ორ ბრიტანელს, რითაც უსაზღვროდ აღაშფოთა მეტოქე და გულშემატკივრები. “ბრაზილიელები ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, გახსენებაც მერიდება. მე ისინი ჭკუიდან შევშალე, ვეღარაფერს ხედავდნენ, კარსაც კი.”

ამ გოლმა მასპინძლები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები სწორედ ისინი არიან. ბრაზილია ფლობდა ინიციატივას, 1:0-ს იგებდა და ფრეც აწყობდა. ურუგვაელებს რაღა დარჩენოდათ? რწმენა და ორმოცი წუთი. სწორედ დარჩენილ დროში ვიხილეთ ნაღდი “ვინაჩო”, მოედნის ბატონ-პატრონი, რომელზეც რადამეს მანკურომ წიგნში “ობდულიო, ბოლო კაპიტანი” დაწერა: “არ ვამტკიცებ, რომ თამაში მან მოიგო. უბრალოდ, მის გარეშე ურუგვაელები დამარცხდებოდნენ.”

მაღალი, ძლიერი, მამაცი ობდულიო მინდორზე დააბიჯებდა და აქეთ-იქით ისროდა ბრძანებებს: “მეტი სისხლი, მეტი სისხლი!” ის ითხოვდა ურუგვაელთა და არა მეტოქის სისხლს. სტუმართა ფეხებში ბურთი უფრო სწრაფად ამოძრავდა, გააქტიურდნენ ფორვარდები, განსაკუთრებით მარჯვენა გარემარბი ჯიგია, რომლის შეჩერებაც სულ უფრო უჭირდა ბიგოდეს და ეს დროზე შენიშნა ბრაზილიელთა მწვრთნელმა ფლავიო კოსტამ.

მეორე ტაიმის მეოცე წუთზე ვარელას დაწყებული შეტევა გააგრძელა ჯიგიამ და გოლით დაამთავრა სკიაფინომ. ურუგვაელები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მხოლოდ კაპიტანი არ მონაწილეობდა ამ ზეიმში. მისთვის ეს ჯერ კიდევ ცოტა იყო, ცენტრში დადგა, მაისური შემოიხია და დაიღრიალა: “არ მოდუნდეთ, ცოტა დრო გვაქვს!”

- რატომ შემოიხიეთ მაისური? - ჰკითხეს შემდეგ.

- იმიტომ, რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩვენი გადარჩენა!

...1950 წლის 16 ივლისს, როცა ხუთს აკლდა 22 წუთი, ჯიგია მეკარე ბარბოსასთან პირისპირ გავიდა და ახლო კუთხეში გაუტანა. “რას წარმოვიდგენდი, რომ ფეხის ერთი მოქნევით ორი ქვეყნის, ურუგვაისა და ბრაზილიის ისტორიაში დავიმკვიდრებდი ადგილს” - უთხრა ჯიგიამ გაზეთ “ო გლობოს” 1981 წელს. ჟოაო მასიმომ იქვე დაწერა: “ამ გოლმა ბრაზილიელთა ცხოვრება ორად გახლიჩა.” ხოლო მატჩის დარჩენილ წუთებს სკიაფინო ასე აღწერს: “ცხოვრებაში პირველად მესმოდა სიჩუმის ხმა და მეგონა, სამყაროს დასასრული დადგა.” და ისევ ჯიგია: “მხოლოდ სამმა ადამიანმა მოახერხა “მარაკანას” დადუმება - ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და მე!..” 

  



მსგავსი

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

09 January 2017

ორი „სამეული“

09 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

09 January 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

09 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

09 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

09 January 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

09 January 2017

დავაფასოთ ქართველები!

09 January 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

09 January 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

09 January 2017

პლეოფის მოლოდინში...

09 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

09 January 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

09 January 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

09 January 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

09 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

09 January 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

09 January 2017

ჩაშლილი რეისი

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

09 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

09 January 2017

მსხვერპლი

09 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

09 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

09 January 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

09 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

09 January 2017

13 მაისი

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

09 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

09 January 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

09 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

09 January 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

09 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

09 January 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

09 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

09 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

09 January 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

09 January 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

09 January 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

09 January 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

09 January 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

09 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

09 January 2017

რეპრესირებული მოცარტი

09 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

09 January 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

09 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

09 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

09 January 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

09 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

09 January 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

09 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

09 January 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

09 January 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

09 January 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

09 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

09 January 2017