18 January 2017
  • 288 ნახვა

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

ერთ დროს ჩინელებმა კედელი ააშენეს, რადგან მომთაბარე ტომები უტევდნენ მათ იმპერიას. ჰანისა და ტანის დინასტიები აგურებს არ იშურებდნენ, რომ ეს საფრთხე აეცილებიათ, დავუშვათ ჰუნები, ვინაც მერე ევროპა მოარბიეს და ხალხთა დიდი გადასახლება მოაწყვეს. აიყარა ხალხი და ვინ სად აღმოჩნდა ვინ რას დათვლის. ძველი ამბავია ეს. ჩინეთის კედლის აგება კიდევ უფრო ძველია. ოც ათას კილომეტრამდეაო ამბობენ. 

ახლა კი ჩინური კედლის აგება ჩანს ევროპულ საფეხბურთო კლუბებს მოუწევთ, რაკი ჩინეთი მადაზეა მოსული და ევროპულ ფეხბურთს დასტრიალებს. უკვე გაჩარხა კიდევაც ბლომად სარფიანი კონტრაქტი და თუ  თავიდან მობერებული დროგბა და ანელკა ჩაეგდოთ, ახლა უკვე მოქმედ ჯან ღონეზე მყოფ ფეხბურთელებზე გადავიდნენ. ასე ბელგიელმა ალექს ვიტსელმა უარი შეუთვალა „იუვენტუსს“, აქაოდა ეს ტიანჯინის კლუბი უფრო მომდის თვალში და კვირაში 300 ათასს გირვანქას ჩაიჯიბავს, იმდენსავე რასაც მესი ბარსელონაში.

საშუალო გაქანების ფეხბურთელები მეტად მსუყე ჯამაგირებს დასწვდნენ ჩინურ ლიგაში.

ჰალკი, რამირესი, ოსკარი, ტეშეირა, ჟერვინიო, ობი მიკელი, ჯექსონ მარტინესი, იტალიელი პელე, ისეთი ხელფასები აქვთ, სუპერ ვარსკვლავებს დარჩებათ ზედ თვალი. ეს დიდი ბზარია ევროპაში მობურთალთა სიმტკიცეზე. 

თუ ბევრი თავიდან უარობდა, ახლა ასე აღარაა და ბევრი მალევე თანხმდება ბამბუკების მხარეში გადასვლას.

ჩანს ჟურნალისტებსაც უხდიან კაი გვარიან თანხას, რაკი სტატიებიც გამოჩნდა, მოწინავე გაზეთებში რომ ჩინეთში ბურთაობა არც რამ სამარცხვინო და არც რამ კარიერაში უკან გადადგმაა ფეხის.  

ტევესმა კი ამასობაში ხელი გამოკრა გამაოცებელ თანხას, 600 ათასი გირვანქა კვირაში. მესის და კრიშტიანუს ერთად თუ აქვთ ეს ფული ჯამაგირად. 

ჩინეთი ყველაფერში იერიშზეა, აგებს გზებს, ნავსადგურებს, გვირაბებს, კრავს სავაჭრო კავშირებსა და ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა ამოუჭრია გულში, შუა აზიის სახანოებში ფეშქაშებს არ იშურებს და ადგილს იმკვიდრებს. აღმოსავლეთ ევროპამდე მიაღწია და იმათ ჩაყლაპვასაც სცდილობს დიდი გველეშაპივით. აფრიკის საბადოებს ხომ კაი ხანია რაც მისწვდა. 

ფეხბურთსაც ყოველმხრივ დაუარა, „მილანი“ იყიდა, „ინტერი“ იყიდა, „ატლეტიკოს“ და „სიტის“ წილები დაიბევა. კლუბები სხვაც არაერთი და ახლა „აიაქსის“ წილის ყიდვას განიხილავენ დიდი თვალებით. ეს კლუბი მოგეხსენებათ კაი ხანია იქცა სინონიმად ტალანტების აღმოჩენისა, აღზრდისა და გუნდად შეკვრისა. 

ამ ფიქრით მისდგომიან ჩინელები ამსტერდამსაც. იქნებაც პირველი ნაბიჯია ამაში, იქვე ყურეში მყოფი, „დენ ჰააგის“ ყიდვა და ახლა ამსტერდამელთა გუნდსაც უცქერენ. 

ამასობაში მარჩელო ლიპი ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს, სხვა ყურისათვის გაჩვეული გვარებიც ჩასდგომიან ჩინურ კლუბებს თავში, სვენ გორან ერიკსონი, კანავარო, ვილაშ ბოაში, გუსტავო პოიეტი. 

გაქანება დიდი აქვთ. 

რაც სახელიანი და თვალის მიმზიდველია ყოველივეს სათავისოდ მოკრებას და შუა იმპერიის საზღვრებში მოქცევას ცდილობენ. ასე გასინჯეთ, მარკ კლატენბურგსაც კი შესთავაზეს ქისების ავსება, ეს მოგეხსენებათ ბრიტანეთის სახელოვანი არბიტრია. 

მოკლედ ჩინეთი იერიშზეა. 

თანაც ის თავს ფეხბურთის სამშობლოდ თვლის, აქაოდა პირველად აქ გაგორდა ბურთი და იმპერატორებიც ბლომად გარეულან ამაში და დინასტიებისა აღარ მოვყვებით, მაგრამ მათი დათვლით კაი ძველი ამბავი გამოდის. 

თამაშს ვგონებ ცუხუ ერქვა და ზეპ ბლატერსაც კი ამოხდა ერთხელ, სწორედაც იქ გაჩნდა ფეხბურთი და შემდეგ გადმოვიდა აქეთ, ევროპისკენო, დაამოწმა.

ჩინეთსაც მეტი რა უნდა.  

კონტემ კი უკვე შემოკრა ზარები, აქაოდა გავფრთხილდეთ, ეს საფრთხე მეტად ახლოაო. 

ფულს მართლაც არ იშურებენ, პორტუგალიელ რონალდოს შესთავაზეს ზღაპრული თანხა, წელიწადში ასი მილიონი გირვანქა!

და ვინ იცის, იქნებ ასე თუ გაგრძელდა, მართლაც გადაიბირონ საუკეთესო მობურთალები, აავსონ გუნდები დრიბლიორებითა და მსოფლიო ვარსკვლავებით და მალე იქნება ნაცვლად „ელ კლასიკოსი“, გუანჯოუ „ევერგრანდესა“ და ტიანჯინ „ქუანჯიანის“  თამაშის საყურებლად მოიმართოს ღამის ტელევიზორები.

სიზმარივით არის ეს ახლა. თუმცა ჩინეთმა 850 მილიარდი დოლარი გამოყო სპორტში დასახარჯად, ხოლო მათმა თავმა სი ძინპინმა თქვა რომ ჩინეთი ფეხბურთის ჯილა უნდა გახდეს და მსოფლიო ჩემპიონობას მიაღწიოს. ამიტომაც ამ თანხიდან დიდი წილი ფეხბურთზე მოდის. ეს უახლოესი რვა წლისთვის გამოყოფილი ფულია.  წელიწადში ას მილიარდზე მეტი გამოდის! არც მერე დააკლებენ, მათი მიზანდასახულობისა ხომ მოგეხსენებათ. და ასე რომ გახედავ, ეს იქნებ სიზმარი აღარც იყოს. ან იქნებ იმის მსგავსია, ძველ ჩინელ პოეტს რომ ესიზმრა, ჩუანძის, ერთხელ, პეპელად გადაქცეული ის მინდვრებზე დაფარფატებდა და გამოღვიძებისას იკითხა, ეს მესიზმრა რომ პეპელა ვიყავი და დავფრინავდი, თუ პეპელა ვარ და მესიზმრება რომ ჩუანძი ვარ. 


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

18 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

18 January 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

18 January 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

18 January 2017

Old Firm

18 January 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

18 January 2017

ორი „სამეული“

18 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 January 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

18 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

18 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

18 January 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

18 January 2017

დავაფასოთ ქართველები!

18 January 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

18 January 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

18 January 2017

პლეოფის მოლოდინში...

18 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

18 January 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

18 January 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

18 January 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

18 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

18 January 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

18 January 2017

ჩაშლილი რეისი

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

18 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

18 January 2017

მსხვერპლი

18 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

18 January 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

18 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

18 January 2017

13 მაისი

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

18 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

18 January 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

18 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

18 January 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

18 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

18 January 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

18 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

18 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

18 January 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

18 January 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

18 January 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

18 January 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

18 January 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

18 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

18 January 2017

რეპრესირებული მოცარტი

18 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

18 January 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

18 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

18 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

18 January 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

18 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

18 January 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

18 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

18 January 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

18 January 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

18 January 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

18 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

18 January 2017