28 January 2017
  • 684 ნახვა

Old Firm

შოტლანდიაში გავრცელებულია ორი ძირითადი რელიგია : კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. მეთექვსმეტე საუკუნეში რეფორმაციამ ევროპაში პროტესტანტანტიზმის გავრცელება მოიტანა. ამ მოძღვრების გამავრცელებლებს ისეთი რწმენები და იდეები გააჩნდათ, რაც ტრადიციულ კათოლიციზმს ეწინააღმდეგებოდა. ამ ტალღას დიდი გამოხმაურება ჰქონდა შოტლანდიაში, სადაც  რამდენიმე ხანში პროტესტანტიზმი სახელმწიფო რელიგიაც გახდა. მართალია, მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისისთვის შოტლანდია ტრადიციული კათოლიკური ქვეყანა იყო, ამის მიუხედავად მარტინ ლუთერის იდეები სწრაფად გავრცელდა და მალე ქვეყნის უმრავლესობა პროტესტანტი გახდა. თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში შოტლანდიაში ირლანდიელი კათოლიკეების გადასახლებამ ეს ბალანსი კვლავ დაარღვია. მათი გადმოსახლება განპირობებული იყო ირლანდიაში მომხდარი ე.წ. ,,კარტოფილის შიმშილით’’,  როცა ზედიზედ რამდენიმე წელი არ მოდიოდა კარტოფილის მოსავალი, რისი მიზეზიც მცენარის დაავადება იყო. ამ დროისთვის კარტოფილი ირლანდიელი ფერმერებისთვის მთავარ მოსახმარ და სავაჭრო საქონელად იყო ქცეული. უჩვეულო სიცივემ მცენარის დაავადება გამოიწვია და მოსავალი წლიდან წლამდე უარესდებოდა. კარტოფლის კრიზისი განვითარდა და ქვეყანამ შიმშილობა დაიწყო. გაუარესდა დემოგრაფიული მდგომარეობა, შიმშილს და ტიფს დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ემსვერპლა. დაიწყო მასობრივი მიგრაცია. მიგრანტებმა შოტლანდიაში დაპირისპირება გამოიწვიეს. ისინი მზად იყვნენ დაბალ ხელფასზე ემუშავათ, შესაბამისად, პროტესტანტ შოტლანდიელებს სამუშაო ადგილები შეუმცირდათ.

ასე რომ, საფუძველში კათოლიკეთა მოტივი ახალ ადგილას ადაპტაცია და სამუშაოს ძებნა იყო, ოღონდ რელიგიური იდენტობის დაუკარგავად. ხოლო პროტესტანტი მოსახლეობა მოულოდნელი კონკურენციით იყო უკმაყოფილო. ასეთ საფუძველს დაემატა რელიგიებს შორის განსხავებაც. ამ უკმაყოფილებამ და ასევე, გარკვეულწილად, ირლანდიელთა ერთგვარმა ,,რელიგიურმა პატრიოტიზმმა’’ წარმოშვა კონფლიქტი. 

რელიგია საკმაო გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. როცა ერთ სივრცეში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ჩვეულებებსა თუ წესებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაც უხერხულობას ქმნის და წვრილმანიც შეიძლება იქცეს დიდი დაპირისპირების მიზეზად.

ქალაქ გლაზგოში დასახლებულ ირლანდიელ კათოლიკებს ბევრი პრობლემა შეექმნათ, რადგან პროტესტანტი მოსახლეობა ყველანაირად ცდილობდა მათ შევიწროებას. ჩაგრულმა საზოგადოებამ ეროვნული სიამაყის არენად ფეხბურთი აქცია. ეს არ ყოფილა შოტლანდიაში მცხოვრები ირლანდიელებისთვის უნიკალური. ფეხბურთს ეროვნული მნიშვნელობა ენიჭებოდა, ეროვნული სიამაყის გამოხატვის სარბიელი იყო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებსა თუ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოშიც.

1888 წელს გლაზგოში კათოლიკეებმა დაარსეს საფეხბურთო კლუბი ‘’სელტიკი’’, ამ კლუბმა და მისმა გულშემატკივრობამ უფრო მეტად გააერთიანა ირლანდიელი ემიგრანტები. ამის აუცილობლობა შოტლანდიაში არსებულმა პირობებმა და პროტესტანტულ რელიგიაზე გადასვლის მიმზიდველობის ხიფათმა განაპირობა. კლუბის დაარსებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კათოლიკე ბერები. თუმცა კლუბი ნელ-ნელა მოშორდა რელიგიურ საწყისებს და 1895 წლის ინიციატივა, რომ კლუბში პროტესტანტი ფეხბურთელების რაოდენობის შეზღუდვა დაეწესებინათ, ჩავარდა.

სულ სხვაგვარი ისტორია აქვს ქალაქ გლაზგოს მეორე კლუბს, ,,რეინჯერსს’’. 1872 წელს დაარსებულ კლუბში მართალია თავიდანვე პროტესტანტი ფეხბურთელები თამაშობდნენ და მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გემთმშენებლების პროფკავშირთან, რომელიც მკაცრად პროტესტანტული გაერთიანება იყო, ,,სელტიკის’’ დაარსებამდე რელიგია კლუბის მსოფმხედველობაში იმდენად დიდ როლს მაინც არ ასრულებდა. კათოლიკეების ,,სელტიკის’’ გარშემო გაერთიანებამ პროტესტანტებსაც გაუჩინა თავისი გუნდის ყოლის სურვილი. ,,რეინჯერსი’’ იქამდეც მივიდა, რომ კლუბში მხოლოდ პროტესტანტ ფეხბურთელებს ჰქონდათ თამაშის უფლება, ამან მეტად გააღიზიანა ,,სელტიკის’’ გულშემატკივრები, მსგავსი იდეოლოგია და კანონები მათ კლუბს არ ჰქონია. მსგავსმა პოლიტიკამ ,,რენჯერსის’’ გულშემატკივრებში ფანატიზმის განვითარება გამოიწვია, რისი გამოხატულებაც იყო 1963 წლის მატჩი ,,სელტიკის’’ წინააღმდეგ. მატჩის წინ სტადიონზე ა.შ.შ.-ს კათოლიკე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის გამო წუთიერი დუმილი გამოცხადდა, რასაც ,,რეინჯერსის’’ გულშემატკივარმა გამომწვევი ხმაურით უპასუხა. ამ გამოხდომას მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა როგორც შოტლანდიის კათოლიკურ, ისე რელიგიურად ნეიტრალურ პრესაში.

კლუბის გულშემატკივრის ფანატიზმი და მეტოქეობა საფეხბურთო არენას მნიშვნელოვნად გასცდა. უკვე 1995 წელს ,,სელტიკის’’ 16 წლის გულშემატკივარი, მარკ სკოტი კლუბის მაისურის ტარებისთვის, ,,რეინჯერსის’’ პროტესტანტმა გულშემატკივარმა, ჯეისონ კემპბელმა მოკლა. 

ტელეკომპანია VICE -ს მიერ 2012 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში გლაზგოური დერბის შესახებ, ,,რეინჯერსის’’ ფანკლუბის თავჯდომარე ჟურნალისტის კითხვაზე, ჰყავს თუ არა მეგობრები სელტიკის გულშემატკივრებში, პასუხობს, რომ ეს ურთულესი თემაა -  შესაძლოა სელტიკის გულშემატკივრის ბაბუა IRA-ს წევრი იყო. შოტლანდიაში მცხოვრებ ირლანდიელებს არც რელიგიური და არც ეთნიკური იდენტობა და არ დაუკარგავთ და მათ შორის ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტიური მხარდამჭერებიც არიან.

ხოლო ,,სელტიკის’’ ფანკლუბის თავჯდომარის თქმით, ,,რეინჯერსის’’ ბანაკში პოპულარულია მოსაზრება, რომ ირლანდიაში შიმშილობა დასრულდა და კათოლიკეები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა დასძენს, რომ ამ ქვეყანაში დაიბადა, თავს შოტლანდიელად მიიჩნევს და უყვარს თავისი ქვეყანა. და ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია. დროთა განმავლობაში, იდენტობის შენარჩუნების მიუხედავად, გადმოსახლებული ირლანდიელები შოტლანდიის პატრიოტებად ჩამოყალიბდნენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ პროტესტანტი შოტლანდიელები პრო-ბრიტანელები არიან. ირლანდიელ ერს კი ისტორიულ მახსოვრობაში აქვს გამჯდარი ბრიტანელების სიძულვილი. კლუბებს შორის ასეთი კონფლიქტი პირველ წლებში არ არსებობდა. გამწვავება გამოიწვია მეოცე საუკუნის დასაწყისში ირლანდიაში განვითარებულმა მოვლენებმა. განსაკუთრებით 1916 წლის, ე.წ. ,,აღდგომის აჯანყებამ’’ რაც ბრიტანელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშეს. სწორედ ამ პერიოდიდან აღარ თამაშობდნენ ,,რეინჯერსში’’ კათოლიკე ფეხბურთელები, 1989 წლამდე.

კონფლიქტის მხარეების მიზნები რომ ჩამოვაყალიბოთ, შოტლანდიელი პროტესტანტები განიცდიან უკმაყოფილებას მათ მიწაზე მცხოვრები განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მიმართ. შორეულ პერსპექტივაში სურთ აიძულონ შოტლანდიის დატოვება და დათრგუნონ მათი პრეტენზიები შოტლანდიაში გავლენიან ძალად ჩამოყალიბების შესახებ.

ხოლო კათოლიკეები ცდილობენ ახალ სამშობლოში შეინარჩუნონ ეთნიკური და რელიგიური იდენტობა და ასეთი ფორმით დამკვიდრნენ შოტლანდიის ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქცნენ შოტლანდიის ნაწილად და გავლენიან ძალად იდენტობის შენარჩუნებით. ასევე, განიცდიან ისტორიულად ჩამოყალიბებულ ზიზღს ბრიტანელების მიმართ. ამ კონტექსტში ზოგად მიზნად შეგვიძლია შურისძიების სურვილიც დავასახელოთ.

ღრმა ისტორიული საფუძვლებიდან გამომდინარე, როგორც რელიგიური, ისე ეთნიკური განსხვავების  გათვალისწინებით, კონფლიქტის აღმოფხვრა ნაკლებად სავარაუდოა. და არც არის საჭირო, ფეხბურთს ამშვენებს სელტიკი-რეინჯერსი, საფეხბურთო არენაზე გამოხატული და დაცული იდენტობა, ისტორიული ზიზღი და ბრძოლა ღირსებისთვის.

P.S. შოტლანდიაში მცხოვრებ ირლანდიელებში გავრცელებულია ასეთი ანეკდოტი: ირლანდიელი ოჯახის ბაბუა სასიკვდილო სარეცელზეა. ოჯახი ტრადიციული კათოლიკეა, და ,,სელტიკის’’ ფანი. ბაბუაც პროტესტანტებთან და ,,რეინჯერსის’’ გულშემატკივრებთან ომში დამსახურებული. ,,ბევრს პროტესტანტს მააჭრა მარჯვენა, სცადა ფრანგული ფხიანი’’ კაცია, ბუხართან აქვს დაკიდებული ასე, ოცი პროტესტანტის მარჯვენა და ,,რეინჯერსის’’ სისხლიანი მაისური. ჰოდა, უკანასკნელი სურვილი შემისრულეთო. მღვდელი და იურისტი მომიყვანეთ, სიკვდილის წინ პროტესტანტი უნდა გავხდეო ! გაგიჟდება ოჯახი, რას ამბობ ბაბუაო. დაიჩემებს, ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილი და შემისრულეთო.

მოიყვანენ მღვდელს და იურისტებს, გახდება ეს კაცი პროტესტანტი. გლოვაა ოჯახში, არავინ აღარ შედის ბაბუის ოთახში. შერცხვენილები არიან. ღამე შვილიშვილი მივა ბაბუასთან, ეს რა ქენი ბაბუ, რატომ შეგვარცხვინე მთელი ოჯახიო, ტირილით ეკითხება. ბაბუა პასუხობს, შვილო, როცა მოვკვდები, ერთი დამპალი პროტესტანტით ნაკლები იქნება ამ ქვეყანაზეო.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

28 January 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

28 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

28 January 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

28 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

28 January 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

28 January 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

28 January 2017

ორი „სამეული“

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

28 January 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

28 January 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

28 January 2017

დავაფასოთ ქართველები!

28 January 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

28 January 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

28 January 2017

პლეოფის მოლოდინში...

28 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

28 January 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

28 January 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

28 January 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

28 January 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

28 January 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

28 January 2017

ჩაშლილი რეისი

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

28 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

28 January 2017

მსხვერპლი

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

28 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

28 January 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

28 January 2017

13 მაისი

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

28 January 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

28 January 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

28 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

28 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

28 January 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

28 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

28 January 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

28 January 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

28 January 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

28 January 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

28 January 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

28 January 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

28 January 2017

რეპრესირებული მოცარტი

28 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

28 January 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

28 January 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

28 January 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

28 January 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

28 January 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

28 January 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

28 January 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

28 January 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

28 January 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

28 January 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

28 January 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

28 January 2017