06 February 2017
  • 382 ნახვა

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი გარდაიცვალა...

იდეალურ სამყაროში სხვა არაფრის დაწერა აღარ დამჭირდებოდა და უბრალოდ ეს წინადადება გააგებინებდა მკითხველებს ყველაფერს რისი თქმაც მსურს.

უმნიშვნელოთი დავიწყოთ - იუსტი ყველა დროის ყველაზე დიდი  ცხრა ნომერი და 1995 წელს სამხრეთ აფრიკული ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. 2007 წელს იგი რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

იუსტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სპორტსმენი იყო, ვისაც ოვალური ბურთით უთამაშია. ჭკვიანი და მამაცი. წარმოიდგინეთ 110 კილოანი ჯონა ლომუ, რომელიც მთელი თავის სისწრაფით მორბის, უკვე გასცდა შენს მძიმეწონიან თანაგუნდელებს და ბოლო ადამიანი ხარ ვისაც მისი შეჩერება შეუძლია. ახლა წარმოიდგინეთ რომ მსგავსი სცენარი ერთ მატჩში, რომელიც თან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო, სამჯერ განვითარდა. გაიხსენეთ ისიც როგორ გადაურბინა სისწრაფედაკარგულმა ლომუმ ინგლისელ მაიკ ქეთს ნახევარფინალში, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში. დაიჯერებთ, რომ იუსტმა ლომუ სამივეჯერ ადგილზე გააქვავა? მე არ დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტია - ეგრე იყო...

ოთხმოცდახრა ტესტი, ოცდათვრამეტი ლელო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - ეს ვესტჰეიზენის შთამბეჭდავი სანაკრებო მონაგარია.

აი მაგ დიდმა ცხრიანმა იგრძნო კარიერის დასრულებიდან ძალიან მალე, აუზში ცურაობისას, რომ მარჯვენა ხელი უქვავდებოდა. მისი ცხოვრებაც რაგბის მსგავსად ორ ტაიმად წარიმართა... პირველში მოედანზე მეტოქეებს ებრძოდა, მეორეში კი მოტორულ ნეირონულ დაავადებას.

დიაგნოზი იყო უმძიმესი - დროთა განმავლობაში იუსტის ყველა კუნთი ფუნქციას დაკარგავდა და იგი მოძრაობას ვეღარ შეძლებდა. პირველი ეფექტები მალევე იგრძნო, 2011 წელს მას უთხრეს, რომ სიცოცხლის ორიდან ხუთ წლამდე ჰქონდა დარჩენილი. 2013 წელს იგი უკვე სავარძელ-ეტლში იჯდა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, საკვებს ვერ იღებდა და ელემენტარული ფუნქციების შესრულების დროს დახმარება სჭირდებოდა...

იუსტი დაავადებასაც ბოლომდე ებრძოდა და ერთი წამითაც არ დანებებულა, ჩამოაყალიბა საქველმოქმედო კომპანია, იღებდა ექსპერიმენტულ სამედიცინო მკურნალობას და სულ ამბობდა, რომ დიაგნოზი არ იყო განაჩენი. მისი განწყობა და ბრძოლისუნარიანობა ბევრი სხვა ადამიანისთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა:

2013 წელს მან თქვა: „მე ვაცნობიერებ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ჩემს ცხოვრებას დიდი მიზანი აქვს. მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. ბედნიერი ვარ“.

2017 წლის ექვს თებერვალს იუსტი გარდაიცვალა, მაგრამ მანდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა. ოდესმე თუკი იმ დაავადების განკურნება გახდება შესაძლებელი, რომელიც მას სჭირდა, ამაში ვესტჰეიზენს უდიდესი როლი ექნება...

ბლოგს მისი სიტყვებით დავასრულებ - „ცხოვრება იზომება არა იმით, თუ რამდენი წელი იცოცხლა ადამიანმა, არამედ იმით, თუ რამდენი მოგონება შექმნა მან“.

იუსტმა ძალიან ბევრი მოგონება შექმნა.

 

 

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

06 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

06 February 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

06 February 2017

Old Firm

06 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

06 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

06 February 2017

ორი „სამეული“

06 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 February 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

06 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

06 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

06 February 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

06 February 2017

დავაფასოთ ქართველები!

06 February 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

06 February 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

06 February 2017

პლეოფის მოლოდინში...

06 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

06 February 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

06 February 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

06 February 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

06 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

06 February 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

06 February 2017

ჩაშლილი რეისი

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

06 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

06 February 2017

მსხვერპლი

06 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

06 February 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

06 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

06 February 2017

13 მაისი

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

06 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

06 February 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

06 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

06 February 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

06 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

06 February 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

06 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

06 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

06 February 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

06 February 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

06 February 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

06 February 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

06 February 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

06 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

06 February 2017

რეპრესირებული მოცარტი

06 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

06 February 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

06 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

06 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

06 February 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

06 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

06 February 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

06 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

06 February 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

06 February 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

06 February 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

06 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

06 February 2017