16 February 2017
  • 124 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

კანადა ჰოკეის სამშობლოა, სადაც უკვე 20-იანი წლებიდან ატარებდნენ ეროვნულ ჩემპიონატს, 50-იანი წლებიდან ჰოკეი, აშშ იც ძალიან პოპულარული გახდა რის შედეგადაც შეიქმნა ამერიკულ-კანადური პროფესიული კლუბებით დაკომპლექტებული ჰოკეის ნაციონალური ლიგა (NHL), რომლის უმაღლესი ფორუმი, დღემდე  უაღრესად პრესტიჟული სტენლის თასის გათამაშება გახდა. ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატებზე, რომლებშიც უმთავრესად მოყვარული სპორტსმენები გამოდიდოდნენ, პროფესიონალებს მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ და პრინციპში მათ ეს არც სჭირდებოდათ, რადგანაც პროფესიონალები ისედაც უზარმაზარ ჰონორარებს იღებდნენ, საკუთარ დიდ უპირატეობაში დარწმუნებულები იყვნენ და სამოყვარულო სპორტში, არაფერის ესაქმებოდათ. 

სამოყვარულო ჰოკეიში კი დომინირებდა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომლებიც 60 იანი წლებიდან 10 ჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ნაკრების იმდროინდელი მუდმივი მწრთნელი ანატოლი ტარასოვი, უკვე მაშინ იყო დარწმუნებული იმაში, რომ საბჭოთა ჰოკეიტებს ტოლ-სწორად შეეძლოდ კანადელ პროფესიონალებთან ასპარეზობა. ეს გამოწვევა აიტაცა NHL- ის მოთამაშეთა ასოციაციის დირექტორმა, ალან იგლსონმა, რომელიც უაღრესად დაინტრიგდა კანადელი პროფესიონალების და სსრკ ნაკრების შეხვედრის იდეით და მართლაც, ყველასათვის ძალიან საინტერესო იყო, თუ ძალთა როგორი თანაფარდობა იყო მაშინ მსოფლიო ჰოკეიში. ეს აინტერესებდათ საბჭოთა სპორტის ფუნქციონერებსაც, მაგრამ ასეთი თამაშების ჩატარების იდეა, პოლიტბიუროს თანხმობის გარეშე ნამდვილად ვერ გადაწყდებოდა, იქ კი ძალიან ფრთხილობდნენ, ის ავტორიტეტი რაც საბჭოთა ჰოკეიმ მოიპოვა მსოფლიოში, შეიძლება ერთ დღეში დამსხვრეულიყო, საბჭოთა იდეოლოგები,  სპორტს, ყოველთვის აგიტაცია- პროპაგანდის იარაღად იყენებდნენ და კანადელ, თანაც პროფესიონალ ჰოკეისტებთან მარცხი, პროფესიული (ანუ ანგარებიან-კაპიტალისტური) სპორტის სამოყვარულოსთან (ანუ უანგარო-სოციალისტური), უპირატესობის პრეცედენტს შექმნიდა.. მაგრამ სსრკ-ს გენსეკი და პირველი პირი ბრეჟნევი, ჰოკეის თავგადაკლული ფანი, კანადელებთან დაპირისპირების მომხრე იყოAდა შეთანხმებაც შედგა: 8 მატჩი, 4 კანადაში, ხოლო 4 მოსკოვში და დროც გამოიყო, 1972 წლის სექტემბერი. ჰოკეის სამყაროსთვის ყველაზე საინტერესო იყო ევროპული და კანადური სკოლის დაპირისპირება, ანუ წმინდა სპორტული ინტერესი. საბჭოთა კავშირისთვის ეს შერკინება, იდეოლოგიური ფრონტის ხაზზე ყველაზე უმნიშვნელოვანესი მონაკვეთს წარმოადგენდა და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორი წნეხის ქვეშ იქნებოდა გუნდი, რომელიც საბჭოთა სპორტის ფლაგმანს წარმოადგენდა მაშინ, ხოლო კანადელთათვის ეს უპირველეს ყოვლისა ღირსების საკითხი იყო, ჰოკეი მათი ანუ კანადური იდენტობის ყველაზე მკაფიო გამოვლინება, მათ სპორტული სიამაყეს წარმოადგენდა და ამიტომაც, კანადელი ჰოკეისტებიც არანაკლებ წნეხს განიცდიდნენ, ვიდრე საბჭოელები, თუმცა თავიდან არც მათ, არც საბჭოთა ჰოკეის მესვეურებს და არც კანადელი ჟურნალისტებს ეჭვიც არ ეპარებოდათ კანადელთა გამარჯვებაში. ერთერთმა კანადელმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, რომ თუ სსრკ ერთ თამაშს მაინც მოიგებდა ის სახალხოდ, მოწმეების თანდასწრებით შეჭამდა თავის მოზრდილ საგაზეთო სტატიას, რომელიც ამ შეხვედრებს ეხებოდა. პირველივე მატჩში, როცა სრულიად მოულოდნელად საბჭოთა ჰოკეისტებმა 7:3 დაამარცხეს კანადელები, მან თავის სიტყვა შეასრულა, სასტუმროს ფოიეში, საბჭოთა ჰოკეისტების და უამრავი ჟურნალისტების თვალწინ საკუთარი სტატია დაანაკუწა, წვნიანი კერძით სავსე თეფშში ჩაყარა და ბოლომდე შეჭამა. პირველი შეხვედრის რეზულტატმა შოკში ჩააგდო მთელი კანადა და განსაკუთრებით ჰოკეისტები. მათ დაინახეს, რომ რუსები კლასით მათ არანაირად არ ჩამორჩებოდნენ, უფრო მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, შეთამაშებულებიც  იყვნენ და უფრო ორგანიზებულებიც, მაშინ როცა ამ შეხვედრებამდე კანადის ეროვნული ნაკრები საერთოდ არ არსებობდა, ეს იყო ნჰლ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ერთჯერადი გუნდი, თუ საბჭოთა ჰოკეი უფრო კომბინაციურ, კოლექტიურ თამაშის პრინციპს ეყრდნობოდა, კანადური, უფრო ძალისმიერი და ექსპანსიური, სპონტანურ იმპროვიზაციაზე იყო აგებული. კანადელები მიხვდნენ, რომ სანამ ბოლომდე ალღოს არ აუღებდნენ საბჭოთა სათამაშო სტილს და ვერ დაუპირისპირებდნენ რამე ახალს, მანამადე განწირულნი იყვნენ, ამისათვის კი საჭირო იყო დრო, დრო კი ჯერ არ ჰქონდათ, მათ უნდა გაეძლოდ რამენაირად სერიის პირველი ეტაპზე და ამიტომაც იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ ის კოზირები, რითაც აღემატებოდნენ რუსებს: უკიდურესი სიხისტე და სისატიკის ზღვარზე თამაში, ასეც მოიქცნენ, რის შედეგადაც ფაქტიურად ამხანაგური თამაშების სერია, გადაიქცა დაუნდობელ ბრძოლად, კანადელებს სხვა გამოსავალი იმ ეტაპზე ჯერ არ ჰქონდათ, ათეული წლების შემდეგ ამ სერიის ერთერთი გმირი ფილ ესპოზიტო იგონებს: ‘’ალბათ ყველას უფიქრია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის შინაგანი, ემოციური მდგომარეობა, როცა ის კაცს კლავს, მინდა ვთქვა რომ სწორედ ამ  გრძნობას განვიცდიდი მე მაშინ, მზად ვიყავი მომეკლა მოედანზე ვინმე, თუ ეს საჭირო გახდებოდა გამარჯვებისთვის. მაშინაც და ეხლაც, როცა ვიხსენებ ჩემს ასეთ მდგომარეობას, მე ძალიან განვიცდი, მაგრამ გეფიცებით, მაშინ მე მოკვლა შემეძლო’’. ასეთი სულისკვეთებით თამაში სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა რუსებისთვის, პლუს ამას დავუმატოდ ის დირექტივები, რითაც კვებავდნენ სპორტის იდეოლოგები საბჭოთა სპორტსმენებს: არ აყვნენ ემოციებს, პროვიკაციებს, მაქსიმალური კორექტულობა, სიდინჯე და რუსი ჰოკეისტებიც დაფრთხდნენ, რაც კარგად გამოიყენეს  კანადელებმა, მეორე მატჩი მათ მოიგეს, მესამეში ფრეს მიაღწიეს, მეოთხემდე ვაღარ გაქაჩეს და ისევ რუსებმა კი იმარჯვეს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ იყო. კანადელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ და მიეცათ დრო, რათა გაეანალიზებინათ მომხდარი, საპასუხო შეხვედრების წინ მოსკოვში. 

დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ ის, რაც მოსკოვში მოხდა, უკვე ვეღარ ჯდება ვერც სპორტის, ვერც ჰოკეის, ვერ იდეოლოგის და საერთოდ ვერანაირ საზღვრებში, დრამატიზმი და სკანდალები, ამ სერიას პირველ ეტაპზე, კანადაშიც არ აკლდა, მაგრამ მოსკოვში ეს სპორტული დრამა ნამდვილ ტრილერად გადაიქცა, თავის ყველა შემადგენელი ემოციური ატრიბუტებით, და ამის მოსწრე გავხდით ჩვენ ყველა, ვინც ტელეეკრანებით ვადევნებდით თვალს ამ უპრეცედენტო სანახაობას. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კანადელებს 3000  გულშემატკივარი ჩამოყვათ თან, რომლებმაც არნახული ჟრიამული ატეხეს ტრიბუნებზე, რომელთა ფონზეც, პარტიული და კგბ-ს ხაზით დარიგებული ბილეთებით სტადიონზე მოხვედრილი საბჭოთა გულშემატკივრები, სტერილურად და დემორალიზებულად გამოიყურებოდნენ. ეს კიდევ უფრო ამხნევებდა მოედანზე კანადელებს, რომლებიც გაცილებით უფრო მობილიზებული და ორგანიზებულები იყვნენ ვიდრე კანადაში  და რომ არა ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომები(მანმადე 3:0 იგებდნენ), ისინი უკვე პირველივე მატჩში გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა, რუსებმა მოიგეს და კანადელებსაც უკანდასახევი გზა უკვე მოჭრილი ქონდათ, მათ სამივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოეგოთ, თანაც მოსკოვში, რაც ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. ის რაც შემდგომ შეხვედრებში ხდებოდა მოედანზე, უფრო გლადიატორების სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას წააგავდა, ვიდრე სპორტრულ შეჯიბრს, საქმე იმაშია, რომ კანადელების უაღრესად აგრესიულ ქმედებებს, სრულიად მოულოდნელად აყვნენ რუსი ჰოკეისტებიც, მათ ფეხებზე დაიკიდეს, კორექტულობა, მითითებები, საბჭოთა სპორტის ღირსება, ამ შეხვედრების პოლიტიკური კონტექსტი და დაიწყეს მოედანზე საკუთარი ადამიანური ღირსების დაცვა, აღმოჩნდა, რომ რუსებსაც არანაკლებ შეეძლოთ ჩხუბი და მუშტების ქნევა, კარგად მახსოვს, როგორ გაოგნებული ვუყურებდით მთელი ოჯახი, როდესაც რუსმა მცველმა ვალერი ვასილიევმა, ერთ ერთ ეპიზოდში ხელთათმანები მოიძრო, და ორი წუთის მანძილზე გაშმაგებით ურტყავდა მუშტებს რომელიღაც კანადელ ჰოკეისტს (მაშინ კანადელი პროფესიონალები ჩაფხუტის გარეშე თამაშობდნენ) და როდესაც მსაჯი მივიდა გასაშველებლად, ერთი ორი იმასაც მოსდო, ასეთი რამ საბჭოთა სპორტსმენისგან წარმოუდგენელი რამ იყო. კიდევ უფრო უცნაური სანახაობა იყო, როდესაც  ერთ მომენტში, რუსმა და კანადელმა ჰოკეისტმა ნამდვილი კრივი გამართეს მოედანზე, კანადელმა ჰოკეისტებმა კი წრე შემოარტყეს მოჩხუბრებს და არც მსაჯს უშვებდნენ, და არც რუსებს გასაშველებლად, თამაში ხშირად  დიდი ხნით ჩერდებოდა სკანდალების გამო, ასეთ მომენტებს პირდაღებული ვუყურებდით და ვერც ვიჯერებდით, თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამის ხილვა ტელეეკრანიდან.  თუ რუსი საბჭოთა ჰოკეისტები ნელ ნელა თავისუფლდებოდნენ დამთრგუნველი საბჭოთა კომპლექსებისგან, კანადელებიც სულ სხვა იპოსტასში წარდგნენ მაყურებლის წინაშე, მათ უკვე კარგად იცოდნენ, როგორ უნდა ეთამაშად სწრაფი და ტექნიკური რუსების წინააღმდეგ, ამიტომაც, მიუხედავად ევროპელი(განსაკუთრებით გერმანელი) მსაჯებისგან  დაჩაგვრისა, (ყოველ თამაშზე, სათამაშო დროის ლამის ერთ მესამედს, რიცხობრივ უმცირესობაში ატარებდნენ) უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე ორი შეხვედრა ზედიზედ მოიგეს და სერიის საერთო ანგარიშიც გაათანაბრეს.

ბოლო გადამწყვეტი შეხვედრა იყო ნამდვილი კულმინაცია, როგორც სპორტული, ასევე იდეოლოგიური და მე ვიტყოდი ეგზისტენციალური თვალსაზრისითაც, რომელიც ყოველგვარ სტერეოტიპებს ანგრევდა ‘’დაჩმორებულ’’ საბჭოთა მაყურებლის გონებაში.  პირველი ორი პერიოდის მანძილზე საბჭოელები უკეთ თამაშობდნენ და ანგარიში მესამე პერიოდის წინ იყო 5:3. კანადელი ჟურნალისტი იგონებს, რომ მესამე პერიოდის წინ, გასახდელში სამარისებული, ლამის მედიტატიური სიჩუმე იდგა, არავინ ხმას არ იღებდა, ყველა მაქსიმალურად ცდილობდა კონცენტრაციასო. თითოეულ კანადელს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ როგორც სპორტსმენისთვის, როგორც კანადელისთვის და როგორც პიროვნებისთვის შემდეგი 20 წუთი, უნდა გამხდარიყო უმნიშვნელოვანესი  მათ კარიერაში,  მათ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი განწყობით გამოვიდნენ გადამწყვეტი პერიოდში ისინი მოედანზე. მესამე პერიდის დასაწყისშივე კანადელებმა ჯერ ერთი შაიბა გაიტანეს, მოგვიანებით მეორე და ანგარიში გაქვითეს, და აი დროს მოხდა ყველაზე უცნაური და გაუგონარი რამ, რომელმაც ალბათ გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. საქმე იმაშია, რომ კარების უკან მჯდარი მსაჯი, გოლის შემთხვევაში ანთებს წითელ ხმოვან სიგნალს. როდესაც კანადელებმა გაქვითეს ანგარიში, მსაჯმა(რუსმა) არ აანთო, ამაზე აღშფოთდა ტრიბუნებზე მჯდარი, კანადის დელეგაციის ერთერთი ხელმძღვანელი იგლსენი, იგი წამოხტა და ლანძღვა გინებით და მუქარით გაეშურა სამსაჯო კოლეგიისკენ. პირველ რიგებში განთავსებული შინაგანი ჯარების ჯარისკაცებიც წამოხტნენ, დაიჭირეს იგლსენი და ხელკეტების და მუჯლუგუნებით დააპირეს მისი გაყვანა დარბაზიდან, ამაზე უკვე კანადელი ჰოკეისტები გაცოფდნენ და მიაწყდნენ მოედნის ჯებირს, ხოლო პიტ მაჰოვლიჩი, ორმეტრიანი კანადელი თავდამსხმელი გადავიდა ჯებირს, ‘’კლიუშკის’’(ანუ ყვანჯის) ბრახუნით გაწია ჯარისკაცები, გამოსტაცა მათ იგლსენი, ყინულის მოედანზე გადაყვანა და თანაგუნდელების დახმარებით წაიყვანა მოპირდაპირე ჯებირისკენ, სადაც განლაგებულნი იყვნენ კანადელი სათადარიგო მოთამაშეები. ყინულზე ფეხით ძლივს მოსიარულე  იგლსენი კი, ხელების და იდაყვის კომბინაციით, (რომელიც მაშინ არ ვიცოდით რას ნიშნავდა, ეხლა კი ყველამ იცის), ტრიბუნებისკენ მომართული, თითქოს მთელ საბჭოთა სისტემას გინებით მიმართავდა. ყველა დაიბნა, ის ურიცხვი კგბ-ს თანამშრომლებიც, რომლებმაც არ იცოდნენ რა უნდა ექნად და უმწეოდ გამოიყურებოდნენ, დაიბნენ სახელმწიფოს უმაღლესი ჩინოსნებიც, რომლებიც ყველა იქ იყვნენ და ესწრებოდნენ ამ მატჩს (ბრეჟნევი, კოსიგინი პოდგორნი), ფაქტიურად კანადელი ჰოკეისტები დაუპირისპირდნენ იმ წესრიგს, იმ იდეოლოგიას, იმ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა და მათ გაიმარჯვეს ამ დაპირისპირებაში. აი ეს გახდა ჭეშმარიტების მომენტი, ეს ყველამ ნახა, მთელმა საბჭოთა კავშირმა, რომლებიც მიჯაჭვულნი იყვნენ ტელეეკრანებთან და ვერც აცნობიერებდნენ, თუ რაში იყო საქმე, რა ხდებოდა (არასდროს დამავიწყდება მამაჩემის დაბნეული, გაშტერებული სახის გამომეტყველება) დარწმუნებული ვარ, ტელე ოპერატორებიც  და რეჟისორებიც, იმდენად დაბნეულნი იყვნენ სანახაობით, რომ აზრადაც არ მოსვლიათ, ვერც მოიფიქრეს კამერების გამორთვა. ასეთმა, მორალურმა გამარჯვებამ, ფრთები შეასხა კანადელებს, ხოლო ალბათ ძალიან დათრგუნა რუსი ჰოკეისტები, ის ფასეულობი და მორალი, ის იდეოლოგია, რითაც თავს უჭედავდნენ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე პარტიული ფუნქციონერები, თუ საბჭოთა სპორტის ჩინოვნიკები, რამდენიმე წუთში ყველას თვალწინ გააბითურეს კანადელებმა. და აქ, რუსები შედრკნენ, დაიბნენ, მათ უღალატეს საკუთარ თავს, საკუთარ სათამაშო სტილს, ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში და დაისაჯნენ, საფინალო სასტვენამდე 34 წამით ადრე პოლ ჰენდერსონმა გადამწყვეტი შაიბა გაიტანა, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ 1972 წლის სერია, კანადა-სსრკ, კანადელთა გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ რეზულტატი სულაც არ არის მთავარი ამ ისტორიაში. 1972 წლის ის ლეგენდარული სერია, მათი მონაწილეთათვის უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეული თუ პიროვნული გამოცდად გადაიქცა, გამოცდად, რომელიც უდიდეს ნებას და  ადამიანური რესურსების სრულ მობილიზაციას მოითხოვდა და მათ ეს გამოცდა პირნათლად ჩააბარეს, როგორც საკუთარი თავის, ასევე ყველას წინაშე და ეს არა ეხება მხოლოდ ‘’გამარჯვებულ’’კანადელებს, ეს ეხებათ ‘’დამარცხებულ’’ რუსებსაც. შემთხვევითი არ არის, რომ  მას შემდეგ არც ერთ კანადელ ჰოკეისტს, არასდროს გაუმახვილებია ყურადღება საბოლოო რეზულტატზე, არც ერთს არ უთქვია რომ ისინი უკეЕესები იყვნენ ვიდრე რუსი ჰოკეისტები და საბოლოო ჯამში ამ სერიის სტატისტიკურმა მონაცემებმაც ყოველგვარი აზრი დაკარგა. საინტერესოა და სიმბოლურიც, რომ საბჭოთა ჰოკეისტები არ დაუსჯიათ, არც სსრკს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი ვსევოლოდ ბობროვი მოუხსნიათ, პირიქით, გმირებადაც გამოაცხადეს, რაც ტოტალიტარული საბჭოთა ეპოქის სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ალბათ ბევრი საბჭოთა მოქალაქე, პირველად მაშინ მიხვდა, რომ ნებისმიერ იდეოლოგიაზე, სისტემაზე თუ პოლიტიკურ წყობაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს და არ არსებობს სისტემა რომელსაც ადამიანის ნების საბოლოო დათრგუნვა შეუძლია. 1972 წლის სექტემბრის იმ მოვლენების შემდეგ, ჰოკეის საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მახსოვს რომ ჩემთვისაც (1972 წელს 9 წლის ვიყავი) ჰოკეი, ნ2 სპორტი გახდა წლების მანძილზე და ასე მარტო მე არ ვიყავი, ამ ინერციამ  ერთი ათი წელი მაინც გასტანა საბჭოთა საქართველოში. შემდგომში ვნებები დაცხრა, ჰოკეიმ კი ალბათ ყველგან დაკარგა ის დიდი ინტრიგა რომელიც 70-იანებში გააჩინა და სულ გასტერილურდა.  აკი თქვა კიდეც მეცე საკუნის საუკეთესო რუს ჰოკეიხტად აღიარებულმა ვლადისლავ ტრეტიაკმა, მეკარემ, იმ ლეგენდარული სერიის ერთერთმა გმირმა: ‘’ყველაფერი შეიძლება დავიწყებას მიეცეს ჰოკეიში, მსოფლიო ჩემპიონატები თუ ოლიმპიადები, მოპოვებული მრავალრიცხოვანი ტიტულები, თუ მედლები, მაგრამ 1972 წლის შემოდგომის სერია, სსრკ-კანადა ყოველთვის დარჩება ყველა იმათგანის  მეხსიერებაში, ვინ მოესწრო და ნახა’’-ო და მერწმუნეთ, ტრეტიაკი ნამდვილად არ ტყუის.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

16 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

16 February 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

16 February 2017

Old Firm

16 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

16 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

16 February 2017

ორი „სამეული“

16 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

16 February 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

16 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

16 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

16 February 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

16 February 2017

დავაფასოთ ქართველები!

16 February 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

16 February 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

16 February 2017

პლეოფის მოლოდინში...

16 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

16 February 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

16 February 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

16 February 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

16 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

16 February 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

16 February 2017

ჩაშლილი რეისი

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

16 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

16 February 2017

მსხვერპლი

16 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

16 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

16 February 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

16 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

16 February 2017

13 მაისი

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

16 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

16 February 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

16 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

16 February 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

16 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

16 February 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

16 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

16 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

16 February 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

16 February 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

16 February 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

16 February 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

16 February 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

16 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

16 February 2017

რეპრესირებული მოცარტი

16 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

16 February 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

16 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

16 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

16 February 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

16 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

16 February 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

16 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

16 February 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

16 February 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

16 February 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

16 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

16 February 2017