17 February 2017
  • 152 ნახვა

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

რამდენიმე თვის წინ კლუბ „შაპეკოენსის“ ტრაგედიამ მთელის სპორტული და არასპორტული სამყარო შეძრა. თვითმფრინავი, რომელსაც გუნდი გადაჰყავდა, ავიაკატასტროფის შედეგად კოლუმბიის ქალაქ მედელინთან ახლოს ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 71 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის „შაპოკოენსის“ 18 ფეხბურთელი. სამწუხაროდ ფეხბურთის ისტორიაში  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსმა ტრაგედიამ ლამის მთელი გუნდი იმსხვერპლა. უკვე 59 წელია თებერვლის პირველ კვირას „ბასბის ჩვილებს“ იხსენებენ.. 

„მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დრო გავა. ეს ტრაგედია ყოველთვის მანჩესტერ იუნაიტედის ნაწილად დარჩება.. ეს კლუბის მეხსიერების ნაწილი იქნება და ამას ვერ დაივიწყებენ ვერც გულშემატკივრები“ - მეთ ბასბი რასაკვირველია მართალი იყო. იგი მართალი აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც 1955-56 წლის სეზონისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო და იუნაიტედის შემადგენლობა მაქსიმალურად გაახალგაზრდავა. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო, თუმცა „ბასბის ჩვილებმა“, რომელთაც ეს მეტსახელი სახელი სწორედ ასაკის გამო დაიმსახურეს, პირველი სეზონში 11 ქულიანი უპირატესობიით დაასრულეს ჩემპიონატი. ბასბი არც უარყოფდა, რომ ეს ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე გუნდის შენების დასაწყისი იყო, რომელსაც თავისი პოტენციალი უახლოეს წლებში უნდა ეჩვენებინა, თუმცა 1958 წლის მიუნხენის ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა.

1958 წლის 5 თებერვალს ევროპის თასის მეოთხედფინალში  „იუნაიტედმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ფრე ითამაშა და პირველ თამაშში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე ნახევარფინალში გავიდა. მომდევნო დღეს კი გუნდი ბელგრადიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა აერპორტში მისულმა ჯონი ბერიმ (იუნაიტედის გარემარბი) აღმოაჩინა, რომ პასპორტი დაკარგა, რის გამოც ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო. ხოლო როდესაც თვითმფრინავი საბოლოოდ აფრინდა, პილოტს საწვავის შესავსებად მიუნხენის აეროპორტში გაჩერებამ მოუწია. დიდთოვლობის და არასაფრენი ამინდის გამო გუნდი აეროპორტში გაიჭედა, ხოლო თვითმფრინავის აფრენის ორმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. შესაბამისად ბასბის ერთ-ერთმა ჩვილმა, დანკან ედვარდსმა, თავის დიასახლის ტელეგრამა გაუგზავნა: „ყველა ფრენა გაუქმებულია. ხვალ გამოვფრინდებით. დანკანი“.

ფრენის გაუქმებიდან ზუსტად 15 წუთში მგზავრებს თვითმფრინავში საკუთარი ადგილის დაკავება მოთხოვეს, აეროპორტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაერისკა და გრაფიკის მიხედვით ემოქმედა. თვითმხილველების თქმით ამ გადაწყვეტილებამ მგზავრები ძალიან შეაშინა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი უსაფრთხოების მიზნით თვითმფრინავის უკანა ნაწილში გადაჯდომაც ითხოვა. როგორც ამბობენ განსაკუთრებით ღელავდა 22 წლის ბილი ველანი, რომელიც იმეორებდა:  „ეს სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ რა გაეწყობა. მე მზად ვარ“. 

სამი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გონზე მოსულმა ბასბიმ, რომელსაც მთავარი ექიმი ტრაგედიის ყველა დეტალს უმალავდა, დანქან ედვარდსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექთანს ჰკითხა. ექთანმა კი უთხრა, რომ დანქანი ცოცხალი აღარ იყო. იგი ტრაგედიიდან მე-15 დღეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. თუმცა ეს ტრაგედიის მხოლოდ ნაწილი იყო. ბასბიმ დანქანის გარდა კიდევ 7 „ჩვილი“ დაკარგა, მათ შორის ბილი ველანი და კაპიტანი ბირნი. 20 წლის ბობი ჩარლტონი, რომელსაც დღეს „ოლდ ტრაფორდის“ წინ ძეგლი უდგას ჟურნალისტმა პიტერ ჰოვარდმა გამოიყვანა ნანგრევებიდან. მის გარდა კიდევ 20 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის იყო 9 ფეხბურთელი, რომელთაგანც ბევრს მის შემდეგ ფეხბურთი არც უთამაშიათ. ბასბის საავადმყოფოდან გამოსვლამდე მანჩესტერს უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავდა, თუმცა ტრაგედიის შემდეგ აღარც ბასბი აპირებდა ფეხბურთში დაბრუნებას. საბედნიეროდ მას ცოლმა გადააფიქრებინა და ლეგენდალურ მწვრთნელს კიდევ მიეცა შანში საკუთარი დაკარგული ჩვილებისთვის პატივი მოგებული თასებით მიეგო.

არავინ იცის რა მოხდებოდა ჩვილებს გაზრდა რო დასცლოდათ, თუმცა როგორც დაღუპულმა, ასევე გადარჩენილმა ფეხბურთელებმა ისტორიას შემოუნახეს ის იდეა, რომლის გარშემო იგი მწვრთნელმა გააერთიანა: „მატჩების ყველაფრის ფასად მოგება არ არის რაიმეს საზომი, რადგან დამარცხებაში არაფერია სამარცხვინო, თუკი შენ თამაშობ ისე როგორც შეგიძლია. ყველაზე მთავარია, რომ ფეხბურთი ითამაშო სწორი სულისკვეთებით და სამართლიანად. მუდამ უნდა გრძნობდე თავს გუნდის წევრად და ყოველგვარი რეზულტატის მიღება უნდა შეგეძლოს,  მწუხარების და სიბრაზის გარეშე. ხოლო როდესაც ორი საუკეთესო გუნდის თამაშს უყურებ, ეს წარმოუდგენლად საინტერესო სანახაობაა. ფეხბურთში მე მომწონს სწორედ დრამა და რომანტიკის შეგრძნება, მშვენიერების, პოეტურობის განცდა. რადგან როცა ასე ხდება, ფეხბურთი უცებ ჯადოსნურ ლეგენდად იქცევა.“ ლეგენდად „ბასბის ჩვილების“ შესახებ... 


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

17 February 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

17 February 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

17 February 2017

Old Firm

17 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

17 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

17 February 2017

ორი „სამეული“

17 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

17 February 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

17 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

17 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

17 February 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

17 February 2017

დავაფასოთ ქართველები!

17 February 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

17 February 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

17 February 2017

პლეოფის მოლოდინში...

17 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

17 February 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

17 February 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

17 February 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

17 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

17 February 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

17 February 2017

ჩაშლილი რეისი

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

17 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

17 February 2017

მსხვერპლი

17 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

17 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

17 February 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

17 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

17 February 2017

13 მაისი

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

17 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

17 February 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

17 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

17 February 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

17 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

17 February 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

17 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

17 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

17 February 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

17 February 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

17 February 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

17 February 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

17 February 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

17 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

17 February 2017

რეპრესირებული მოცარტი

17 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

17 February 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

17 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

17 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

17 February 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

17 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

17 February 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

17 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

17 February 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

17 February 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

17 February 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

17 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

17 February 2017