23 February 2017
  • 3414 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

როცა ყიფო ბურთს იღებდა, რამაზა (ფამილარობაში ნუ ჩამომართმევთ, ყველა ასე ვეძახდით) მოძრაობას იწყებდა და რამდენიმე წამში გოლი გადიოდა. 

შენგელია ამბობდა, დათოს პასის მერე აცილება უფრო ძნელია, ვიდრე შეგდებაო. ყიფიანი ამბობდა, ისე მეხსნება, შანსი არაა, პასი ვერ მივცეო. რას წარმოვიდგენდით მაშინ, რომ გავიდოდა წლები და საქართველოს ნაკრებში ასეთი ვირტუოზების კი არა, ბურთის გამჩერებლის და მით უმეტეს, გამტანის ჭაჭანებაც კი არ იქნებოდა. 

სად იქნებოდნენ დღეს იმ დინამოს ფეხბურთელები, შეძლებდნენ დიდი ფეხბურთის თამაშს? ამ თემაზე დღეს, როცა გოლის გამტანი სანატრელი გაგვიხდა, ბევრი ლაპარაკობს და ხშირად იმასაც ამბობენ, ძველი თაობა ახლანდელ ტემპს ვერ გაუძლებდაო. ეს არასერიოზული დისკუსიაა, რადგან კუნთის დაყენებაზე ადვილი არაფერია, საფეხბურთო ინტელექტი კი ყოველთვის სანთლითაა საძებარი და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. და ეს ინტელექტი მაშინდელ დინამოში იმდენი იყო, თასების თასში ძლივს ჩაეტია.

რამაზ შენგელია კლასიკური ცენტრფორვარდი იყო, შეტევისას დამამთავრებელი და დაცვისას პირველი შემაწუხებელი. მშრომელი, ჭკვიანი, თან ძალიან მშვიდი და თან ძალიან სწრაფი. ნოდარ ახალკაცისთვის ის იყო იდეალური შემსრულებელი, ფეხბურთელი, ვინც მთელი გუნდის შრომას ტაბლოზე გადაიტანდა. ახალკაცი ქუთაისში ჩავიდა, შენგელია წამოიყვანა, ჩელებაძეს კონკურენტად დაუყენა და მალე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ახალი ვარსკვლავი შეემატა.

შენგელია ორჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978,81) და ერთხელ ამ უზარმაზარი ქვეყნის ბომბარდირიც გახდა (23 გოლით, იმავე 81-ში). ეს მაშინ წარმოუდგენელი შედეგი იყო იქ, სადაც ქართველები არ უყვარდათ. ეს წარმოუდგენელი იყო იქ, სადაც ამხელა კონკურენცია იყო ქართველებს, რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბალტიისპირელებს, ბელორუსებს შორის. და მაინც, შენგელიამ ყველას აჯობა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაშიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ის ალბათ სერია ა-ში ითამაშებდა კარგ დროს რომ დაბადებულიყო. მაგ სტილის ფორვარდები, დამამთავრებლები, ბოლოს მომღებები, იქ ფასობდნენ ყოველთვის ყველაზე მეტად. როგორც ბატისტუტა, ან ინძაგი. შენგელია სულ ოფსაიდთან ტრიალებდა და იცდიდა აუღელვებლად, მერე კი უცებ, როგორც ნამეცადინები ბავშვი სახლიდან, ისე გამოვარდებოდა მცველების უკნიდან და მისი დაწევა უკვე გამორიცხული იყო. დაბლების გატანა უყვარდა დაბალ კუთხეებში, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რომარიოსავითაც აკოტრიალებდა მეკარეებს და „პარაშუტებსაც“ იტანდა კოპაკაბანაზე გაზრდილი ბიჭივით. ფეხის გამოყოფა იცოდა მცველების ბუჩქიდან, „პრასტრელებზე“ იდეალურად შერბოდა, მოტყუებაც მაგარი გამოსდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ იყო, ჰაერშიც ბევრი დაუჩაგრავს. 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს იყო იდეალური, თითქმის უშეცდომო თერთმეტი ნომერი, ნამდვილი პროფესიონალი, რომელმაც უკვე საპენსიო ასაკშიც კი გააწამა 1987 წელს მფრინავი ვერდერი. და ეს იყო ადამიანი, რომელიც შემდგომში არცერთხელ არ ჩარეულა ქართული ფეხბურთის ბინძურ საქმეებში, ერთმანეთის ლანძღვაში, კორუფციაში, სკამისთვის უკადრებლის კადრებაში. 

ახალგაზრდა ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ფორვარდებს, ვურჩევ, იშოვონ დინამოს თამაშების ჩანაწერები და კარგად დააკვირდნენ რამაზ შენგელიას. ეს არ არის ყალბი პატრიოტული მოწოდება, ეს არის რჩევა, რომელიც მათ ძალიან გამოადგებათ. მერე აღარავინ იტყვის, რომ მაშინდელები დღევანდელ ტემპს ვერ გაუძლებდნენ, რადგან ინტელექტზე დრო არ მოქმედებს - ის სწრაფი და ღონიერი იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც და დღესაც ასეა. ინტელექტი მხოლოდ მაგარი პასი და ფინტი არაა. ეს არის ის, რასაც შენგელია დიდოსტატურად აკეთებდა. 

თუმცა კლასის გამომუშავებას ძალიან ბევრი შრომა და კუნთები, კონკურენტების ჩამოცილება, მოთმინება სჭირდება. რამაზ შენგელია ისე ვერ გახდები, თუ ის გზა არ გაიარე და დღევანდელი ქართული ფეხბურთი, მოწინააღმდეგეების მუდმივად ქალწული კარი ამის კარგი მაგალითია.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

23 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

23 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

23 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

23 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

23 February 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

23 February 2017

Old Firm

23 February 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

23 February 2017

ორი „სამეული“

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

23 February 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

23 February 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

23 February 2017

დავაფასოთ ქართველები!

23 February 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

23 February 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

23 February 2017

პლეოფის მოლოდინში...

23 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

23 February 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

23 February 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

23 February 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

23 February 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

23 February 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

23 February 2017

ჩაშლილი რეისი

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

23 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

23 February 2017

მსხვერპლი

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

23 February 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

23 February 2017

13 მაისი

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

23 February 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

23 February 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

23 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

23 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

23 February 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

23 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

23 February 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

23 February 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

23 February 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

23 February 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

23 February 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

23 February 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

23 February 2017

რეპრესირებული მოცარტი

23 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

23 February 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

23 February 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

23 February 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

23 February 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

23 February 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

23 February 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

23 February 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

23 February 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

23 February 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

23 February 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

23 February 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

23 February 2017