02 March 2017
  • 539 ნახვა

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

ალბათ გახსოვთ გემი „ფირუზის“ თავი, წითელ ფესიანი ოსმალო, ფოთის ნავსადგურში  ფეხბურთის თამაშს მარტო ფულზე რომ იყო ყაბულს. თუმან, თუმან, სხვა რიგ არ იქნებაო. მერე ყალბ ფულს რომ შეაპარებს და გაიპარება. ის გემი იქნებაც იზმირიდან იყო. ქალაქიდან, სადაც პირველად გაგორდა ბურთი ოსმალეთში. ეს ამ ქალაქში სიარულისას შევიტყვე და გასაგებია რომ ბურთი აქაც ბრიტანელებმა შეიტანეს. პირველი თურქული კლუბებიც იზმირში შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს.  

ეს ოსმალეთის იმპერიის დროებაა, ეგვიპტე ჯერ არ დაუკარგავთ, ღონეც დიდი აქვთ და მექა-მედინამდეც მიესვლებათ. მათი ზღვაოსნების მზესაც ისევ ფიცულობენ. 

იზმირში ფეხბურთისა პირველი რაც შემხვდა იყო ფეხბურთელის მეტად კოხტა ძეგლი ალსანჯაკის უბანში. ზურგზე რვიანიც გამოეყვანათ და „ალტინორდუს“ გუნდის მაისური ემოსა. პალმის ჩრდილ ქვეშ მოექნია ფეხი ბურთის დასაკრავად.  

სადგურის პირდაპირ მოეთავსებიათ, საცა ის ორთქლმავალი დგას დღემდე, რითიც ათა თურქი ჩამოვიდა იზმირში. 

ეს ქალაქი ქემალიზმის ცენტრად ითვლება. ქუჩაში ხალიჩის გაფენა და ლოცვის აღმოთქმა დღემდე დავთრებით იკრძალება. ამ კაცის სურათს კი თვალს ყველგან მოკრავ. როცა ოსმალეთს დაქუცმაცება გამოუწერეს, მან  რესპუბლიკა გამოაცხადა და ამით ქვეყანა გადაარჩინა. თურქების მამაც ამად შეარქვეს. 

ამასობაში სადგურის უკან, ანძებზე დამაგრებული პროჟეკტორები შევნიშნე და იქით გავწიე პირველი სტადიონის სანახავად, თან გამეგონა „ალსანჯაკი“, საფეხბურთო კლუბია და ვიფიქრე ამათი მოედანი თუ იქნებოდა. სადგურიდან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ოღონდაც მინგრეული დამიხვდა, ერთი ეს ოთხი ანძა დაეტოვებიათ, თითქოს და მინარეთები დაჰყურებდნენ ჯერ ისევ მწვანე ბალახს. მეტად სევდიანი საცქერი იყო ასეთ დღეში ჩავარდნილი მოედანი. თუმცა თურქეთი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სტადიონის ამგებია ევროპაში. 18 ახალი ააშენა, სულ ეხლახანს ერთი უთანამედროვესი ტრაბზონში ერდოღანმა გახსნა. რამდენიმეც შეაკეთა-გადააკეთა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღების სურვილი გაახმოვანა. აქ მშენებლობა ყოველმხრივ მოსჩანს და ამის ნაკლებობა არაა. 

პირველი კლუბი კი უბან ბორნოვაში ბრიტანელმა ვაჭრებმა 1877 წელს დაარსეს და იქით რომ გავწიე, გზად გაჩერება „სტადიუმს“ გადავეყარე და ფანჯრიდან დავინახე კიდევაც სტადიონის კონტურები, ჩაის დამსხმელმა კი ამიხსნა ესე გაუხვევ, გამოუხვევ და იქ ხარო.

სანამ იმას მიადგები, სტადიონის წინ დიდი ძველმანების ბაზარი გაშლილიყო, ამათი „მშრალი ხიდი“ და რაკი კვირა იყო მიმსვლელ მომსვლელი და მიმთაზებელიც არაერთი, ხმაური ყოველმხრივი დამიხვდა. 

ბაზარიც მეტად ვეება იყო, ვარანცოვის მოედნიდან კიროჩნიმდე რომ აიღო და ყველა შესახვევში კიდევ ცალკე აღებ მიცემობა გამართულიყო. რას არ ნახავდი, ალი ბაბას გამოქვაბულივით იყო. სასწორები და ოსმალური წიგნები, ხალიჩები, ნარდის თამაში, ფლავის გამყიდველები, ჩირი, ნიგოზი, ქიშმიში, ზარდახშები, დამბაჩები, ძაფის კოჭები, შეძახილები, ნალეწი ნივთებიც არაერთი, ტრანზისტორები და ფეხსაცმლის ქუსლები და ამ ყველაფერს შუა ჩაის დამტარებლები ნატეხი შაქრებით. ზოგადად ჩაის სმა აქ მეტად ფართეა. ყოველ ნაბიჯზეა და ყოფის ნაწილია. 

ამ ბაზრობის წინ კი სტადიონი გამართულიყო. 

სტადიონი გამოდგა ათა თურქის, რაც გასაკვირი სულაც არაა. მაგრამ შიგ შესვლა პოლიციელმა არ დამანება. არაო, არ იქნებაო. 

აფეთქებები გახშირებულია თურქეთში, „ბეშიქთაშის“ სტადიონთანაც გასკდა ყუმბარა ამას წინად და იქ შესვლაზე ხელი ავიღე, თუმცა გამოვკითხე, აქ ვინ თამაშობს, ვისი მოედანია. 

პოლიციელმა აქ „კარშიაკა“ თამაშობსო. პირველი თურქული კლუბი ოსმალეთში. როცა ინგლისელმა ვაჭრებმა აქ ბურთი გააგორეს, ამას მალევე ბერძნებმა და სომხებმაც აუღეს ალღო და მალე თურქებმაც არ ისურვეს ამათ ჩამორჩენოდნენ და კარშიაკას უბანში თავიანთი კლუბი შეკრიბეს. იყიდეს ბურთი და იზმირის პირველი ოსმალური კლუბი შეიქნენ. მაშინ ეს სულთანის კანონებით იკრძალებოდა, ამიტომ საქვეყნოდ ეს 1912 წელს გაფორმდა. ორი წლის შემდეგ გაჩნდა „ალტაი“, რომელსაც შემდეგ „ალტინორდუ“ გამოეყო, აი თავიდან რაც შეგვხვდა პალმის ქვეშ კოხტა ძეგლი. „ყირმიზ შაითან“, ასე შერჩა იმ გუნდს მეტსახელი. 1925 წელს კი „გიოზთეფე“ შეიქმნა. გუნდი, რომელმაც მთელი იზმირის გული მოიგო. ამიერიდან ის და „კარშიაკა“ შეიქნენ მთავარი მეტოქეები. 

როცა 1959 წელს თურქეთის ლიგა დაარსდა იზმირის ორივე კლუბი მოხვდა იქ. სტამბოლის კლუბების შემდეგ მათ მოჰქონდათ თავი, თუმცა მერე ნელ ნელა დათმეს ადგილი და თავი მეორე ლიგაში ამოყვეს. თუმცა მიუხედავად იმისა რომ ორთავე მეორე ლიგაშია ეს დერბი მთელ ოსმალეთშია განთქმული. 

მეტიც, რაღაც დათვლებითა და დაძაბულობით ის „რეალ“ - „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაზე  წინაც კი დაუყენებიათ ცხრილში. 

იზმირულ ერთ დერბიზე მოსულა 80 ათასი ადამიანი, რაც დღემდე ითვლება მთელ მსოფლიოში მეორე ლიგებისთვის ერთ თამაშზე დამსწრეთა ყველაზე დიდ ოდენობად. მათ შორის ჩხუბიც არაერთი მომხდარა, დანის ტრიალიც, დასჯაც, აკრძალვაც. ცარიელი სკამების წინ თამაშიც. თურქეთში ერთი უჩვეულო წესია, როცა გუნდს მიესჯება ცარიელ ტრიბუნების წინ თამაში, იქ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ შესვლა და ხარჯის გარეშე ცქერა. არც კი ვიცი ასეთი რამ სადმე სხვაგან თუა, ან მიზეზი ამის რა არი. 

თურქეთი კი ამასობაში ღონეს იკრებს და თავი ანატოლიის ვეფხვად მოაქვს. იზმირში ნახავ უკანასკნელ ევროპულ ყაიდაზე მოსილ ხალხს, თუმცა წითელ ფესტამალიანი ყასაბიც გამოერევა, ასევე აწერია დუქანზე „ყასაბ“. გალიით ქათმების დამტარებლებსაც მოკრავ თვალს, ხურჯინში ძველი ნივთების მაგროვებელ ხალხსაც და ბრმა ქუჩის დამკვრელებს არაერთს. ზოგადად ქუჩის აშუღები და დამკვრელები ბრმებისგან კრავდნენ დასტებს. თვალის ჩინი თუ დააკლდა შრომა სიმღერითაც ხომ შეიძლება. შრომა კი ამ ხალხში მეტად დაფასებული და თვალში საცემია. არ თაკილობენ არაფერს და ყოველი კაცი ამას დიდი ღირსების შეგრძნებით მისდევს. ბუბლიკის ქაღალდში შემხვევი ამას ისეთი სიკოხტავითა და მონდომებით ახერხებს, თითქოს პირველი ვიოლინო იყოს ამ ქვეყნის. შრომა აქ ყოველ ნაბიჯზე სჩანს. ეს დღეები ბლომად ვიარე, მდიდარიც ვნახე ბევრი, ღარიბიც არაერთი, ქუჩაც ბევრი გამოვიცვალე და უბანიც, მაგრამ ბოშების გარდა არავინ მინახავს, ქუჩაში რომ იჯდა და ფულს ითხოვდა.


მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

02 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

02 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

02 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

02 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

02 March 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

02 March 2017

Old Firm

02 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

02 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

02 March 2017

ორი „სამეული“

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

02 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

02 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

02 March 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

02 March 2017

დავაფასოთ ქართველები!

02 March 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

02 March 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

02 March 2017

პლეოფის მოლოდინში...

02 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

02 March 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

02 March 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

02 March 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

02 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

02 March 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

02 March 2017

ჩაშლილი რეისი

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

02 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

02 March 2017

მსხვერპლი

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

02 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

02 March 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

02 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

02 March 2017

13 მაისი

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

02 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

02 March 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

02 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

02 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

02 March 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

02 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

02 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

02 March 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

02 March 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

02 March 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

02 March 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

02 March 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

02 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

02 March 2017

რეპრესირებული მოცარტი

02 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

02 March 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

02 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

02 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

02 March 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

02 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

02 March 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

02 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

02 March 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

02 March 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

02 March 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

02 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

02 March 2017