20 March 2017
  • 579 ნახვა

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

სპორტის გულშემატკივრებისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი თავისი სპეციფიკური იუმორის გრძნობის გამო შარში ხშირად ეხვეევა. მაგალითისთვის გვახსოვს, რომ შარშან იგი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავისი ფეხბურთელების ცოლების და მეგობარი გოგონების გარეგნობაზე დიდი მონდომებით მსჯელობდა. თუმცა, ბევრად უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა მისი ხუმრობა, როდესაც განაცხადა, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავის თანაშემწე როი კინთან ერთად მარტო წასვლა არ ისურვა, რათა „იმნაირები“ არ ჰგონებოდათ. 

რასაკვირველია მწვრთნელს მალევე მოუწია ბოდიშის მოხდა და იმის მტკიცება, რომ მის განცხადებაში ჰომოფობიური არაფერი იყო, მაგრამ ამ ამბავს ასე მშვიდად არ ჩაუვლია. ლგბტქ თემატიკის გარშემო მომუშავე ორგანიზაციებმა სამართლიანი პროტესტი გამოთქვეს იმის შესახებ, რომ განსხვავებით რასისტული გამონათქვამებისა, ნაკლებად ექცევა ყურადღება ჰომოფობიურ რეპლიკებს, რაც საბოლოოდ ძალიან აზიანებს სპორტში ტოლერანტული ატმოსფეროს შექმნის იდეას. უფრო მეტიც, მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში თითქმის არ არსებობს ე.წ. ქამიგ აუტის პრეცენდენტი. ადამიანები თავიანთ სექსუალობაზე საუბარს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა მათი ბუცები უკვე ლურსმანზე ჰკიდია. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა გერმანელი თომას ჰიცშპერგერი, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში გაატარა.

„ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მომავალში ფეხბურთელებს ქამინგ აუტის შესაძლებლობა მიეცეთ, რათა ისინი როგორც გასახდელ ოთახში, ასევე საფეხბურთო მოედანზე იყვნენ მიღებული ისეთებად, როგორებიც არიან“ - აცხადებდა გერმანელი ფეხბურთელი და თან ამატებდა, რომ მისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო კარიერის წლებში ამაზე საუბარი. „არა გულშემატკივრების ან კლუბის, არამედ ყველაფერზე მეტად მედიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებების მეშინოდა.“

ასტონ ვილას ყოფილ ფეხბურთელს ერთ-ერთი პირველი ამავე კლუბის გულშემატკივარი და პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონი გამოეხმაურა, რომელმაც ჰიცშპერგერს სიმამაცის გამო განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. თუმცა, ასეთი გაბედული ნაბიჯი ყოველთვის წახალისებული არ ყოფილა. ამის ნათელი მაგალითია ჯასტინ ფაშანუს ისტორია, რომელიც 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სპორტულ ტრაგედიად იქცა. ჯასტინის დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა თავის სექსუალობაზე საუბრის დაწყებას, მაგრამ მისი ძმა ჯონი ასევე წლების მანძილზე ახერხებდა მის გაჩუმებას:

„როდესაც მან მითხრა, რომ ამაზე გაზეთებთან საუბარს აპირებდა, მე დწავუწყე, რომ გაჩერებულიყო. ვევედრებოდი, რომ ეს არ გაეკეთებინა და სანაცვლოდ 75.000 გირვანქას გადახდას დავპირდი. მაშინ მეგონა, რომ მისი განცხადება ჩვენი ოჯახისთვის ჰიროშიმას ან ნაგასაკის მასშტაბის ტრაგედია იქნებოდა“ - ძმის ძალისხმევამ ჯასტინის ქამინგ აუთის პროცესი მნიშვნელოვნად შეანელა, თუმცა საბოლოოდ ჯასტინი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. გარდა სექსუალური ორიენტაციისა, სტიგმატიზაციის მნიშვნელოვანი „წამახალისებელი“ მისი კანის ფერიც იყო, რის გამო ყოველი მატჩის დროს  იგი მისადმი მიძღვნილ „ტკბილ“ სიმღერებს ისმენდა. 1998 წელს ჯასტინმა თავი მოიკლა, რასაც წინ უძღოდა სასამართლო პროცესი, სადაც იგი არასრულწლოვანთან ძალადობრივ სექსუალურ კავშირში იყო დადანაშაულებული. სუიციდს წინ დატოვებულ წერილში ჯასტინი აცხადებდა, რომ სასამართლოში იგი განწირული იყო და ვერანაირად დაამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, რადგან მისი სექსუალური ორიენტაცია ყველასთვის საკმარისი საბაბი იქნებოდა მისი გამტყუნებისთვის.

მოგვიანებით ფეხბურთელის ძმამ აღიარა, რომ ძალიან რცხვენოდა თავისი საქციელის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ვიღაცისთვის კი შეიძლება სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც დახმარებაა საჭირო. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მსოფლიოს არცერთი წამყვანი ჩემპიონატის ფეხბურთელი არ არის ღიად გეი. ამ საკითხთან დაკავშირებით BBC-მ ბრიტანეთის მასშტაბით გამოკითხვაც კი ჩაატარა, სადაც გულშემატკივართა 82%-მა განაცხადა, რომ მას პრობლემა არ ექნებოდა თუკი მისი გუნდის ფეხბურთელი ქამინგ აუთს გააკეთებდა. თუმცა, დანარჩენი 18%-ის ხმაც საკმაოდ ხმაურიანად გაჟღერდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პრემიერ ლიგამ სთოუნვოლთან ერთად ლგბტქ უფლებების დასაცავად კამპანია წამოიწყო:

„ნუ ჩარევთ პოლიტიკას ფეხბურთში“

„ფეხბურთი კაცებისთვისაა და არაა გეებისთვის“

ამ და სხვა განცხადებებით ზოგი გულშემატკივარი იმასაც აცხადებდა, რომ საკუთარ გუნდს აღარ უგულშემატკივრებდა, თუკი ამ კამპანიაში ჩაერთვებოდა, მაგრამ რასაკვირველია ამან პროცესი ვერ შეაჩერა. უფრო მეტიც, გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ფედერაციებს და კლუბებს მოუწოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთონ, რათა თავიან მხარდამჭერებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ამ კუთხით არსებული რეალური პრობლემების შესახებ. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი მანჩესტერ იუნაიტედმა გადადგა და ღია მხარდაჭერის გამოსახატავად თავიან ფეხბურთელებს ცისარტყელის ფერებით გაფორმებული თასმები დაურიგა. „გეი ფეხბურთელეთა მხარდამჭერი ქსელის“ წარმოამდგენელი ედ ქონელი ამ კამპანიას ღიად უჭერდა მხარს, მაგრამ ასევე აღნიშნავდა, რომ პრობლემას მხოლოდ ეს ვერ გადაჭრის: „აუცილებელია გაიზარდოს ჰომოფობიის, ბიფობიის და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბები, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილში ფეხბურთი ჯერ კიდევ ანტი-გეი სპორტის სახეობად არის მიჩნეული“.

სპორტის სხვადასხვა სახეობების ანტი-გეი განწყობის პროდუქტია არა მხოლოდ ის, რომ სპორტსმენები ტაბუს ადებენ საკუთარ სექსუალობას, არამედ ისიც, რომ ლგბტქ ადამიანები ხშირად თავს არიდებენ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას სპორტის სფეროში. ზოგჯერ მათთვის უბრალოდ გულშემატკივრად ყოფნაც კი დიდი პრობლემაა. 

სანამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს დავიწყებთ, აუცილებელია გავიხსენოთ ზემოთხსენებული ჰიცშპერგერის სიტყვები მედიის შესახებ. ხშირად სწორედ მედია საშუალებები ამყარებენ ფეხბურთის მასკულინურ ხასიათს, რაც საბოლოოდ გულშემატკივართა ნეგატიურ განწყობასაც კვებავს. თუმცა, თუკი თავად სპორტული საზოგადოება აიღებს ხელში პროცესის სადავეებს, სავარაუდოდ მედიაც აუწყობს ფეხს. ამიტომაც აუცილებელია სპორტული ფედერაციების აქტიური ჩართვა  და მუშაობა ლგბტქ ადამიანების უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან, რათა ციხის შიგნიდან გატეხვა შესაძლებელი გახდეს. სხვა შემთხვევაში კი, თუკი ქვიშაში თავის ჩარგვას გავაგრძელებთ, დიდი სპორტული სანახაობის ჩრდილში დამალული ტრაგედიები არასდროს გახდება წარსულის ნაწილი.. 


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

20 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

20 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

20 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

20 March 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

20 March 2017

Old Firm

20 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

20 March 2017

ორი „სამეული“

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 March 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

20 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

20 March 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

20 March 2017

დავაფასოთ ქართველები!

20 March 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

20 March 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

20 March 2017

პლეოფის მოლოდინში...

20 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

20 March 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

20 March 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

20 March 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

20 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

20 March 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

20 March 2017

ჩაშლილი რეისი

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

20 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

20 March 2017

მსხვერპლი

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

20 March 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

20 March 2017

13 მაისი

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

20 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

20 March 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

20 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

20 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

20 March 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

20 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

20 March 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

20 March 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

20 March 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

20 March 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

20 March 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

20 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

20 March 2017

რეპრესირებული მოცარტი

20 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

20 March 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

20 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

20 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

20 March 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

20 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

20 March 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

20 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

20 March 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

20 March 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

20 March 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

20 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

20 March 2017