27 March 2017
  • 1732 ნახვა

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

ფიქრი უყვარდა...სამი წლისამ უკვე წერა-კითხვა  იცოდა, ყოველთვის გამორჩეული იყო მაგრამ ამას ყურადღებას არასდროს აქცევდა  ამბობს, რომ ბავშვობას რვა წლის ასაკში დაემშვიდობა. ჭადრაკის თამაში  ძმამ ასწავლა და პირველი გამარჯვებაც სწორედ სტუდენტ ძმასთან ჭიდილში მოიპოვა, მაშინ მაია შვიდი წლის იყო - მარცხით გაბრაზებულმა ძმამ კი ფიგურები  ბუხარში მოისროლა...

პირველად როცა ქუთაისის პიონერთა სასახლეში დამ მიიყვანა მხედარს ცხენს, ხოლო კუს ოფიცერს ეძახდა, მაშინ გაუბრაზდნენ ეს არის ჭადრაკი ვიციო.... იმ დროს საჭადრაკო სექციის მთავარი მწვრთნელი დავით ჩირაძე, ხოლო მისი დამხმარე თენგიზ ხარლამიდი იყო. მაშინ ძალიან ბევრი იტირა და სანუგეშოდ უთხრეს როცა მსოფლიო ჩემპიონი  გახდები ნონას სურათის გვერდით სადაც  ცარიელი ლურსმანია   შენს სურათს ჩამოვკიდებთო.

და ლამარა -  მისი კურატორი იყო. ყოველ საღამოს ექვსის შემდეგ გზა ქუთაისის მოყვარულთა კლუბისკენ მიდიოდა, დარბაზი სიგარეტის კვამლით იყო გაბუღული...მაგრამ მაინც ორი-სამი საათის განმავლობაში  თამაშობდა. ეს იყო კლუბი სადაც მას არასდროს ერქვა მოზარდი, პირველივე პარტიების შემდეგ უკვირდათ ასე  როგორ თამაშობსო  და ძალიან მალე კლუბის ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეც დამარცხებული იყო.

მაშინ ძალიან, რომ დაიღლებოდა დას მხარზე შესმული მოყავდა...ერთხელ ავტობუსით მგზავრობისას  გამოუტყდა, რომ კონდუქტორობაზე ოცნებობდა...მოწონდა პროფესია რომელიც მხარზე გადაკიდებულ დიდ ჩანთასთან, დახვეულ ბილეთებთან და ბევრს ხურდასთან ასოცირდებოდა...

ყველა პარტია ჩაწერილი აქვს და შედეგი  დღემდე აკვირვებს. 10 წლისა როგორც ძალიან ნიჭიერი თბილისში გადმოიყვანეს..ენატრებოდა მშობლიური სახლი და ძაღლი მურიკელა...მაგრამ ეს უკვე  „სხვა მაია“ იყო.

დედა, რომ არ მყოლოდა გვერდით მეოთხედსაც ვერ მივაღწევდიო ამბობს და დასძენს, რომ  ბავშვის გზამკვლევი აუცივლებლად ოჯახი უნდა იყოს.

ნონასთან გამარჯვების შემდეგ როდესაც ტიგრან პეტროსიანმა გამარჯვება მიულოცა დაარიგა კიდეც:-გახსოვდეს გვირგვინს ჩამოვარდნა უყვარს, ყოველთვის ფრთხილად იყავი და ეიფორიაში არ ჩავარდეო.  

ვაჟებსაც უგებდა -  თან ძალიან დიდი სხვაობით და  დამარცხებულებს  ხუმრობით „მაიას კლუბის წევრებიც“  კი შეარქვეს...

მაშინ როდესაც თამაშობდა სამკუთხედის მწვერვალი მოჭადრაკე იყო, დღეს კი ჭადრაკის  ბატონი კომპიუტერია. დღეს აგრესიული კომპიუტერი გეგმავს ყველაფერს, მოჭადრაკე კი უბრალო მომხმარებელია. სტანდარტული ჭადრაკისთვის სისტემა შექმნა... ფიქრი  წლების წინ დამღლელი პარტიების შემდეგ დაიწყო. 

სისტემა კი ასეთია:- მოდის მოჭადრაკე დარბაზში, მას ხვდება გამზადებული პოზიცია და პირდაპირ იწყება თამაში. ეს სხვა იმპულსი და სხვა მიმართულებაა, მოჭადრაკე აზროვნებს, იწყებს პარტიების შესწავლას,  გარჩევას და სტრესიც დაძლეულია.

მოიგო ყველაფერი...მაგრამ მაინც თვლის, რომ საკუთარი შესაძლებლობების 60 % -ზე ნაკლები გამოიყენა.  ერჩივნა ეთამაშა მსოფლიო პირველობის მატჩი,  ვიდრე საჭადრაკო ოლიმპიადა, რადგან გუნდთან ერთად თამაში სხვა პასუხისმგებლობაა...მაგრამ მანილას ტრიუმფის გახსენებისას დღესაც ჟრუანტელი უვლის და ამბობს, რომ  ნანა ალექსანდრია მაშინ „სხვა გუნდის -“ კაპიტანი იყო, გუნდის რომელიც პირველად მსოფლიოს გასაგონად დამოუკიდებელი საქართველო იყო...

  

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

27 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

27 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

27 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

27 March 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

27 March 2017

Old Firm

27 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

27 March 2017

ორი „სამეული“

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

27 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

27 March 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

27 March 2017

დავაფასოთ ქართველები!

27 March 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

27 March 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

27 March 2017

პლეოფის მოლოდინში...

27 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

27 March 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

27 March 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

27 March 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

27 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

27 March 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

27 March 2017

ჩაშლილი რეისი

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

27 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

27 March 2017

მსხვერპლი

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

27 March 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

27 March 2017

13 მაისი

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

27 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

27 March 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

27 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

27 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

27 March 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

27 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

27 March 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

27 March 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

27 March 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

27 March 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

27 March 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

27 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

27 March 2017

რეპრესირებული მოცარტი

27 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

27 March 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

27 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

27 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

27 March 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

27 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

27 March 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

27 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

27 March 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

27 March 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

27 March 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

27 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

27 March 2017