07 April 2017
  • 532 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

გთავაზობთ იოჰან კრუიფის ბესტსელერად ქცეული წიგნის თარგმანს, რომელშიც მთელი მისი ფილოსოფიაა გადაშლილი. ჰოლანდიელი არავის ჰგავდა არც ფეხბურთელობისას და არც მაშინ, როცა მისი თავკაცობით “ბარსელონა” ზედიზედ ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მიხვდებით, რომ მისი შეხედულებები და საფეხბურთო ფილოსოფიაც რადიკალურად განსხვავებულია. 

იოჰან კრუიფი

სრული სახელი: ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი

დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს

დაბადების ადგილი: ამსტერდამი

ეროვნება: ჰოლანდიელი

კლუბები: “აიაქსი” (1964-73), “ბარსელონა” (1973-78), “ლოს-ანჯელეს აცტექსი” (1978-79), “ვაშინგტონ დიპლომატსი” (1980-81), “ლევანტე” (1981), “ფეიენოორდი” (1983-84)

ჰოლანდიის ნაკრები: 1966-78 (48 მატჩში 33 გოლი)

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 752 მატჩში გაიტანა 425 გოლი

მიღწევები

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1974), ევროპის პირველობის მესამეადგილოსანი (1976), ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი (1971,72,73), ევროპის სუპერთასის მფლობელი (1972), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1972), ჰოლანდიის ცხრაგზის ჩემპიონი (1966,67,68,70,72,73,82,83,84), ჰოლანდიის თასის ექვსგზის მფლობელი (1967,70,71,72,83,84), ესპანეთის ჩემპიონი (1974), ესპანეთის თასის მფლობელი (1978), “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი (1971,73,74), ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი (1967,68,69,72,84), მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ევროპის მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი (დაასახელეს 1999 წელს), მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჟურნალ “ონზეს” ვერსიით (1992,94), “უორლდ სოკერის” ვერსიით (1987)

წვრთნიდა “აიაქსს” (1986-88) და “ბარსელონას” (1988-1996)

სამწვრთნელო მიღწევები

ჩემპიონთა თასი (1992), ევროპის სუპერთასი (1992), თასების თასი (1987,89), ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი (1991,92,93,94), ესპანეთის სუპერთასი (1991,92,94), ჰოლანდიის თასი (1986,87), ესპანეთის თასი (1990)

ცნობილი კატალონიელი მწერლის და ჟურნალისტის სერხი პამიერის წინასიტყვაობა

... უკვე ხანში შესული იოჰან კრუიფი ფეხბურთს მხოლოდ შვილიშვილებთან ერთად თამაშობს. თამაშობს და თან თავის ულევ საიდუმლოებებს უზიარებს. მისი მობილური ტელეფონი კი არა და არ ჩერდება – ყოველთვის მოიძებნება მდიდარი, ენერგიული ბიზნესმენი, რომელიც კრუიფს ოქროს მთებს დაპირდება, ოღონდ სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნოს. ის კი სხვადასხვა ენაზე პასუხობს ერთსა და იმავეს: “გმადლობთ, ეს არ მაინტერესებს.”

პენსიაზე არ გასულა, მაგრამ არც მუდმივი სამუშაო გააჩნია. პერიოდულად კომენტატორობს, ჰოლანდიურ და გერმანულ მასმედიასთან თანამშრომლობს. ამასთან, მონაწილეობს ფეხბურთთან დაკავშირებულ უამრავ საგანმანათლებლო პროექტში. კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ძველ მეგობრებთან, კოლეგებთან, შეგირდებთან. 

ბოლო ათწლეულში ფეხბურთში გრანდიოზული ტრანსფერებისა და ასეთივე გრანდიოზული ეკონომიკური სისულელეების პერიოდი დაიწყო. იმიჯს, ფულს, რეკლამას, სპონსორებს ახლა გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ფეხბურთს, რაც ამ უკანასკნელზე დამღუპველად მოქმედებს.

ამ წიგნში იოჰან კრუიფი სწორედ ფეხბურთზე აკეთებს აქცენტს და ძალიან ცოტას ლაპარაკობს გარე ფაქტორებზე, ფინანსურ მხარეზე. თავის საყვარელ საქმეს არატრადიციულად უყურებს, მისი დასკვნები ისეთივე ორიგინალურია, როგორც სათამაშო სტილი იყო. კრუიფის მსჯელობა აგებულია ლოგიკაზე, ფილოსოფიასა და პრინციპულობაზე. მაშინ, როდესაც “ბარსელონას” ოთხწლიანი ტრიუმფის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა, ერთმა კატალონიელმა გულშემატკივარმა მითხრა: “იცი, კრუიფის უპირატესობა რაში მდგომარეობს? მატჩის დროს შეიძლება მოგაწყინოს, მაგრამ სამაგიეროდ, პრესკონფერენციაზე მიგაღებინებს უდიდეს სიამოვნებას!”

კრუიფის დისიდენტური სული ხშირად ხდებოდა კონფლიქტის საბაბი. ეტყობა, კარგად ახსოვდა მამის სიტყვები – იმ ხალხს არ ენდო, ეკლესიაში პირველ რიგებში რომ სხედანო. ამიტომ უფრო ხშირად კლუბის პრეზიდენტთან მოსდიოდა უთანხმოება, ვიდრე ქომაგებთან.

“ქვეყნად არ არსებობს პრეზიდენტი, რომელიც მიმითითებს, რა უნდა ვაკეთო. როდესაც ვთამაშობდი, “აიაქსის” მფლობელმა ჩემი დამცირება სცადა, ფეხბურთისთვის გადაბერებული ხარო. 38 წლისა გახლდით. ავდექი და ამსტერდამელთა ოდინდელ მეტოქეს, “ფეიენოორდს” მივაშურე. როტერდამელებთან ერთად გავხდი ჰოლანდიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი” _ იხსენებს კრუიფი.

თუმცა ამ წიგნში ნაკლებად მახვილდება ყურადღება კრუიფის პირად ცხოვრებაზე, ბრწყინვალე საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე. აქ უმთავრესია იმის გაცნობიერება, თუ როგორ ესმის მას ფეხბურთი შიგნიდან. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, ამ გაგებას მშვენივრად მიესადაგება სიტყვა “სიამოვნება”. როდესაც “ბარსელონა” “უემბლიზე” ჩემპიონთა თასის ფინალში სათამაშოდ ემზადებოდა, იოჰანმა ფეხბურთელებს უთხრა: “გადით მოედანზე და ისიამოვნეთ!”

იხსენებს ლაურეანო რუისი, კრუიფის დროინდელი “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი: “ფეხბურთის მისეულმა წარმოდგენამ მთელი მსოფლიო გააოცა და აღაფრთოვანა. მან მოედნიდან ერთი მცველი მოაშორა და სანაცვლოდ სამი თავდამსხმელი “შექმნა”. ამით, ფაქტობრივად, განაპირა ფორვარდების ინსტიტუტი აღადგინა და შეტევის მსვლელობა მოედნის მთელ სიგანეზე განავრცო. მისი გუნდი გამუდმებით უტევდა, ოღონდ ნელა, უფრო სწორად, აუჩქარებლად. იოჰანის მოწაფეები ბურთს სრულად აკონტროლებდნენ და შესაბამის მომენტს ელოდნენ გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად.”

კრუიფი არსებულ დოგმებს ებრძვის, ერთფეროვნების დარღვევას და ფეხბურთისთვის ძველი, სასიამოვნო სახის დაბრუნებას ცდილობს. ეს წიგნი ერთ-ერთი იარაღია ამ ბრძოლაში და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ კრუიფთან ფეხბურთზე საუბარი ერთი სიამოვნებაა. როდესაც მისგან შინ ვბრუნდებოდი და მეუღლე მეკითხებოდა, თუ როგორ ჩაიარა საღამომ, ასე ვპასუხობდი: “ეს იგივეა, რომ პიკასოსთან ფერწერაზე მელაპარაკა”. ამ ადამიანით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი _ დაწყებული იმ დღიდან, როცა ცხრა წლისამ პირველად ვიხილე მოედანზე ამსტერდამის “აიაქსის” ფორმაში გამოწყობილი.

და როგორც ერთხელ რომარიომ თქვა, “ფეხბურთს კრუიფის თვალით უნდა უყურო...”

გაგრძელება მომდევნო პოსტში

მსგავსი

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

07 April 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

07 April 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

07 April 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

07 April 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

07 April 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

07 April 2017

Old Firm

07 April 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

07 April 2017

ორი „სამეული“

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

07 April 2017

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

07 April 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

07 April 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

07 April 2017

დავაფასოთ ქართველები!

07 April 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

07 April 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

07 April 2017

პლეოფის მოლოდინში...

07 April 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

07 April 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

07 April 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

07 April 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

07 April 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

07 April 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

07 April 2017

ჩაშლილი რეისი

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

07 April 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

07 April 2017

მსხვერპლი

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

07 April 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

07 April 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

07 April 2017

13 მაისი

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

07 April 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

07 April 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

07 April 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

07 April 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

07 April 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

07 April 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

07 April 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

07 April 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

07 April 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

07 April 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

07 April 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

07 April 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

07 April 2017

რეპრესირებული მოცარტი

07 April 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

07 April 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

07 April 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

07 April 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

07 April 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

07 April 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

07 April 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

07 April 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

07 April 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

07 April 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

07 April 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

07 April 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

07 April 2017