10 April 2017
  • 278 ნახვა

ღირდა ყოველი ამად?!


ჰოე! რაინდო ზეცას აუყევ,
კვალი ამჩნიე ცარგვალს,
რარიგ გიხდება ჩოხა საოფლე,
ღირდა ყოველი ამად ?!
მიჰყევ ბილიკებს,
სიტყვის გზამკვლევით,
მორეკ სიზმრები ფარად,
შუბლის იარას თუ დახარბდები,
მტერი დაგრჩება სახტად!
მთვარის ნაჟურით იშვა სიფითრე,
ახალ წიწამურს ვსახავთ,
ჩვენ “იგივენი”, ღალატს გიპირებთ,
ამბორს გიყოფდეთ სანამ…
გესმის ყიჟინა? მთაში ნაჩვევი,
ცხენს შეგიკაზმავს ვაჟა,
ჰოე რაინდო, ანბანს გაჰყევი,
სისხლს ჩაგიყენებს მაჯას!
გმოსავს ვარსკვლავი, მზით დანაჭდევი
ვით დედამიწა ნარგავს,
იტყვი, ვიყავი ერთი ქართველი,
მერე მოჰყვები ამბავს…
სვავნი გალობენ, რაც იგივენი,
ვით დაგიძვრებით ახლაც,
ჰოე რაინდო! ზეცას აუყევ,
“ღირდა” ყოველი ამად ?!

“ლელას ლექსები”

ამ ბლოგის დაწერა, ჩემი დის მიერ 31 მარტს შექმნილმა ლექსმა შთამაგონა. მთავარი შეკითხვა “ღირდა ყოველი ამად?!” მახსენებს, წისქვილში, დათას და ბონიას დიალოგს. “შენისთანა კაცის გახარებისთვის, იქნებ არ ღირდეს, ჩემისთანა კაცის სიკვდილი?” ეკითხება დათა ბონიას. მართლაც თუ ღირდა, ზვიადისთანა კაცის სიკვდილი იმათ, რომ ჩვენ თავაწეულებს გვევლო, როგორც დამოუკიდებლობა/თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს მოქალაქეებს?! (ის, რომ ზვიადი არის, ამ მონაპოვარის არქიტექტორი, ამას თვით ყველაზე ნაძირალა პუტჩისტებიც, ლუღლუღით ადასტურებენ.) გრიგოლ რობაქიძე ამბობდა; “ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როდესაც იგი თავის-უფალია. თავის-უფლებაა ღვთიური ელემენტი ადამიანში.” ზვიადმა, სწორედ თავისუფლებისათვის გასწირა თავი და რაც მთავარია, ჩვენი თავისუფლებისათვის! იქვე მახსენდება, მერაბ კოსტავას გენიალური სიტყვები; “თავისუფლებას, მხოლოდ ის იმსახურებს, ვინც ყოველ წამს, მზად არის მისთვის თავი გასწიროს”. ზვიადმა, ეს მზაობა, ცხადათ დაგვანახა. მაგალითიც დაგვიტოვა თუ რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება და ჭეშმარიტი მამულიშვილობა.

პირადად მე, არ მწამს მრავალი “ჭეშმარიტებების”. მწამს, მოხოლოდ ერთი ჭეშმარიტების. მაგრამ იგი მოუხელთებელია და აბსტრაქტული, მანამ სანამ, ადამიანი არ იწყებს მის ძიებას, მისთვის ცხოვრებას და საბოლოოდ, მისთვის თავდადებას. შესაბამისად, მწამს ადამიანთა მრავალფეროვნების და თოთოეული ადამიანის მიერ, ინდივიდუალურად შეგრძნებული ჭეშმარიტების. მწამს იმისა, რომ “ჭეშმარიტება მრავალფეროვნებაშია”. ზვიადმა (ჩემი შეხედულებით) სამშობლოს და თანამემამულეების თავისუფლებისათვის დადო თავი. შესაბამისად, ასეთი უნდა ყოფილიყო მისთვის, ჭეშმარიტებაც და მისკენ სავალი გზაც. ბუნებრივია, რომ ადამიანი შეიძლება ცდებოდეს და მისი მრწამსი და საქმიანობა, სულაც არ იყოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამ “ჭეშმარიტებისათვის” თავდადებულს, საპირისპიროში ვეღარავინ დაარწმუნებს. ხოლო ჩვენ, დღეს გვაქვს შედეგი. საქართველოს დამოუკიდებელი-სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკა!

დღეს 9 აპრილია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველას გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს თარიღს, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომლის მხოლოდ სიმბოლურ და ემოციურ ნაწილზე მივაბყრობ, თქვენს ყურადღებას. “სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ მოხსენების ეს კულმინაციური მონაკვეთი, ზუსტად ასახავს მისი ავტორის, ღრმად სიმბოლურ ჩანაფიქრს. ჩვენ ვიცით თუ როგორ უმოწყალოდ ხოცა თავისუფლებისათვის მოწოდებული ადამიანები, ბოროტების იმპერიის დაუნდობელმა სამხედრო მანქანამ. ალაეგორიას თუ მივმართავთ, მგელმა კრავი გაბდღვნა, დაფლითა და გადასანსლა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო! მაგრამ თავისუფლებისათვის დანთხეულმა სისხლმა, რომელიც წყლის ჭავლით გადაირეცხა, განსხეულება, სწორედ 9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადებაში ჰპოვა. ზვიადმა, ტრაგედია გამარჯვებად აქცია და ამით, საქართველოს მოსახლეობაში, არა დაბეჩავებული კრავის, არამედ თავმოკვეთილი გოლიათის სხეულთან მდგარი, მამაცი დავითის მუხტი და ემოცია ჩადო. სიმბოლოების მჭვრეტელი, ხედავდა, რომ ხალხს გამარჯვების ემოცია ესაჭიროებოდა, გამარჯვების, რომელიც მართალია მსხვერპლით, მაგრამ გმირული თავდადებით მოიპოვა. იმ უმძიმეს ღამეს, როდესაც სიკვდილი ალესილი ნიჭბით, უიარაღოთა კრებულს უახლოვდებოდა, ქართველმა ხალხმა, როგორც ერთმა პიროვნებამ, გააკეთა თავისუფალი არჩევანი, პირისპირ დამდგარიყო და სიკვდილისათვის თვალებში ჩაეხედა. გვახსოვს პატრიარქის მოწოდება, დაეტოვებინათ გამზირი და გვახსოვს მტკიცე “არა”! დღეს, ბევრი თვლის შეცდომად იმას, რომ ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს და ამიტომაც დაიღვარა სისხლი. დღეს ისმის შეკითხვა “ღირდა ყოველი ამად?!” მახსენდება დიდი მერაბის სიტყვები და სხეულში ჟრუანტელი მივლის “ძმანო და დანნო, საქართველოს ისტორიაში, ბევრჯელ ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი, არის ერთ ერთი უდიდებულესი…” ჩემი აზრით, ყოველი ერი, არის ჯოგი თუ კი მას, არ გააჩნია უნარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი “განვითარება”, მხოლოდ პოლიტიკური ან სულიერი ლიდერის, დინამიურ უკანგაყოლაშია. დღეს სამწუხაროდ, 9 აპრილს არ ზეიმობენ (ცალკეული ადამიანების გარდა) საქართველოში და ეს უდიდესი გამარჯვება, კვლავ დამარცხების და ტრაგიკული დღის აღმნიშვნელია. კვლავ დაისმის კითხვები. “ღირდა ყოველი ამად?!” ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა, რომელმაც 26 მაისი დააწესა დამოუკიდებლობის დღესასწაულად, მან საკუთარ სიმცირეს ვერ მოერია და თავის ქვეყანას, პერმანენტული დამარცხების კულტურა ჩაუნერგა! 26 მაისი-3წლიანი დამოუკიდებლობა, რომელსაც 70 წლიანი უღელი მოჰყვა, არცერთი ცოცხლად მყოფი ქართველის ემოციური გამოცდილება არ არის და იგი არც ჩვენს გენეტიკაში არ ისახება ნათლად. 9 აპრილია ჩვენი მწარე, მაგრამ შედეგიანი გამოცდილებაა და მას უნდა აღვნიშნავდეთ, რათა დაიძლიოს ჩვენში დამარცხების კულტურა, რომელიც აგერ უკვე 25 წელია აჩრდილივით უკან დგვდევს. მე, ნამდვილად მწამს, რომ ღირდა ყოველი ამად და თითოეული ჩვენთაგანის ვალია, რომ დავუფასოთ პირველ პრეზიდენტს და 9 აპრილის გმირებს მათი თავდადება და ღვაწლი, ჩვენს მიმართ გაღებული. მიმაჩნია, რომ უნდა მოვითხოვოთ 9 აპრილის, როგორც კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ დაწესებული, დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნა.

პ.ს. დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოსანა მაღალთაშინა-ს და ჯვარს აცუ ეგე-ს შორის, მხოლოდ 4 დღეა…

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

10 April 2017

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

10 April 2017

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

10 April 2017

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

10 April 2017

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

10 April 2017

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 April 2017

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 April 2017

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

10 April 2017

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

10 April 2017

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

10 April 2017

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 April 2017

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

10 April 2017

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

10 April 2017

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

10 April 2017

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

10 April 2017

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

10 April 2017

გამქრალი გოგოები

10 April 2017

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

10 April 2017

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

10 April 2017

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

10 April 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

10 April 2017

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 April 2017

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

10 April 2017

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

10 April 2017

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

10 April 2017

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

10 April 2017

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

10 April 2017

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

10 April 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

10 April 2017