11 April 2017
  • 1217 ნახვა

ბუნება ჩვენია!

 17 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ბლოგის დაწერაზე ვფიქრობ.  ყოველთვის მაბრკოლებდა რაღაც...

ალბათ პრობლემები,რისი გაზიარებაც მკითხველისთვს მინდოდა, ზედმეტად პირადულად მეჩვენებოდა.  

 

რასაც ახლა მოგიყვებით, თითოეულ ჩვენგანს ეხება -  მეც და შენც! ალბათ, ამიტომაცაა, რომ მოვიკრებე გამბედაობა, კომპიუტერს მივუჯექი და ისეთი შეგრძნება მაქვს, ეკრანზე სიტყვები თავისით ჩნდება.

    …

   თბილისში  მწვანე საფარის წილი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4.5 მ2 -ია.

 

გამომწყვდეულნი ვართ ბეტონის ჯუნგლებში. მოსწავლეები არადადაგებს ველით, უფროსებს კი შვებულების იმედი ასულდგმულებთ მთელი წელი, რომ ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებით თავიანთი თავი დაიბრუნონ.

გვჭირდება ჰაერი, გვჭირდება სუნთქვა, გჭირდება მწვანე ოაზისი ბეტონის ჯუნგლებში.

 

კრწანისის,,ტყეპარკი“  სწორედ ასეთი ოაზისია თბილისსა და რუსთავს შორის, ამიტომაც ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს.

წარმოიდგინე 500ჰა-ზე გადაშლილი სიმწვანე,ულამაზესი ტბებით. აქ შეგიძლია ირბინო დაუსრულებლად,ჰაერი გააპო ველოსიპედით ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობით,ანდაც დაწვე გულაღმა და იფიქრო არაფერსა და ყველაფერზე ერთად. შეგიძლია სათევზაოდაც გამოხვიდე მეგობრებთან ერთად,  ფრინველებზე დასაკვირვებლად, ან თუნდაც პიკნიკისთვის.

არ გამიკვირდება, თუ აქამდე კრწანისის პარკის შეასხებ არაფერი გსმენია.

თუ შენც ჩემსავით ბუნების მოყვარული ხარ და გულმა ამ ადგილის სანახავად გაგიწია, გულდასაწყვეტი ამბავი უნდა გითხრა.  

 

ტერიტორია ჯერჯერობით გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის,  არ გააჩნია ,,ტყეპარკის’’ სტატუსი,რის გამოც იგი აბსოლიტურად დაუცველია.

 

ბოლო თვეების განმავლობაში 20-მდე ხე მოიჭრა. ტერიტორიის ნაწილი ადგილობრივმა მოსახლეობამ მიითვისა და სახნავ-სათეს სავარგულებად აქცია.

სად არის ამ დროს ხელისუფლება?

გარდაბნის გამგეობა?

თბილისის მერია?

 რეაგირება არც უკანონოდ მოჭრილ ხეებზეა და არც მითვისებულ ტერიტორიაზე.

 გარდა ამისა,რამდენიმე თვის წინ მტკვარში გამავალი ერთერთი საკანანალიზაციო მილი დაზიანდა და ტბები ყოველ წამს ,,მდიდრდება’’ ფეკალური მასებით. იხოცება უამრავი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელი.

რეაგირება არ არის!

სადამდე მიგვიყვანს პრობლემების უგულებელყოფა?

თითოეული ჩვენგანის უმოქმედობა დახოცილ ფრინველს,ცხოველსა და მოჭრილ ხეებს უდრის. ეს ყველაფერი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შემცირებისა და კლიმატური კატასტროფისკენ.

ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის  გამო,  ადამიანები ავადდებიან.

 

სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები მუდმივ კრიტიკას ქალაქში რეკრეაციული ტერიტორიების არარსებობის შეასახებ.

ყველას გვინდა რაღაც გავაკეთოთ, შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ, თუმცა ზოგჯერ არ ვიცით რა არის ჩვენი წილი გასაკეთებელი საქმე.

 

თბილისის რამდენიმე სკოლა გავერთიანდით დადავიწყეთ კამპანია კრწანისის ტყეპარკის აღდგენისა და განვითარებისათვის. |

შენს სკოლაშიც მოვალთ, მოგაწვდენთ ხმას ! გახდი ჩვენიანი, გახდი „მწვანე“ მოქალაქე და და გაადაარჩინე მწვანე ოაზისი !  

 

ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!!

მსგავსი

მიენიჭოს კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი !

11 April 2017

გადავარჩინოთ თბილისი

11 April 2017