01 May 2017
  • 1704 ნახვა

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

ის ყოველ ღამით თბილისის ქუჩებში გამოდის. მოძრავი ურიკა მისი განუყოფელი ნაწილია, თბილისის ნაგვის ურნები კი, შემოსავლის ერთადერთი წყარო. მათხოვრობას და ხელის გაშვერას, ასეთი გზა ურჩევნია. მან საკუთარი პროფესია აირჩია და ამით, მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იპოვა.

მასთან ინტერვიუს ჩაწერა არ იყო დაგეგმილი. უბრალოდ, ერთ საღამოს ჩემს ქუჩაზე ჩამოიარა. მუშაობდა. იდეაც იქვე დაიბადა და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სოციალური პროფაილიც.

ის არაა ერთადერთი. ამ პროფესიის ადამიანებს ჩვენს გზაზე ხშირად ჩაუვლიათ. თუმცა, იმის წარმოდგენა რომ ჩვენს მიერ გადაყრილი ნაგავი, მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, გაგვიჭირდება.

თავად რამაზი 53 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია ამ საქმიანობითაა დაკავებული. კვირაში 6 დღე მუშაობს და მეტწილად ღამით. მისი მარშრუტი თბილისის ცენტრალურ ნაწილზე გადის და იქ განლაგებულ ყველა ნაგვის ურნას მოიცავს.

გაზეთები, წიგნები, სათამაშოები, ძველი ნივთები, პური, ცელოფნები და სხვა ათასი ნივთი მის ჯიხურში იყრის თავს, შემდეგ კი უკვე გადამყიდველების ხელში გადადის. შემოსავალს არ უჩივის. თვეში მინიმუმ 700 ლარი გამოსდის და ასე თუ ისე კმაყოფილია. აბა, სამუშაოს ვერ შოულობს. ამიტომ სანამ შეუძლია იმ გზას მიმართავს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

წინ უფრო საინტერესო დეტალები გელოდებათ. ასე რომ, მოდი ერთად გავყვეთ რამაზის სამუშაო მარშრუტს.

რამაზი: დღე არ დავდივარ, მაგრამ ქალაქში ძალიან ბევრი მხვდება, ვინც ჩემსავით მუშაობს. ხალხი აკეთებს ფულს რა. აი, ნავთლუღის ბაზრობასთან რომ ძველმანები იყიდება, იქ მოვაჭრე ვინცაა, ყველა მოსიარულეა. თუ თვითონ არ დადიან, თავისი ხალხი ჰყავთ და ისინი დადიან. ამნაირი ბაზარი გლდანშიცაა, კიდე მშრალი ხიდიც ხომ იცით. აქ უფრო ორიგინალურ რამეს რომ ვნახავთ ხოლმე, ისინი მიგვაქვს. ორდენები და ძველებური ნივთები რა.

- ყველაზე მეტად რისი პოვნა გახარებთ ხოლმე? რა იყიდება უფრო მეტად?

- რა და იმის პოვნა, რაც უცებ იყიდება. ეს კი ფერადი ლითონებია, ეგრევე წამიერად იყიდება. რომ ნახავ, მეორე დღეს იცი რომ ფულია. ნუ, ყველაფერი ფულია რა. თუმცა უნდა იცოდე რა და როგორ. დილას მიიტან, აგიწონის და უკვე ფული გაქვს. ვერცხლს ვპოულობ ხოლმე და ეს ძალიან მახარებს.

- თქვენ ყველაზე ხშირად რას პოულობთ ხოლმე?

- ახლა ბევრი არ დადის და არ ხიკავს ყველაფერს. მაგალითად, პურს ყოველდღე იშოვი ხო და ამიტო სხვები არ იღებენ ხოლმე. მაგრამ მე ვაგროვებ და 6 ცალ მეშოკში, თითოში 10 ლარს ვიღებ, ეს უკვე კვირაში 60 ლარი გამოდის და კაი ფულია რა. ამ პურს მემაწვნეები ყიდულობენ ხოლმე თავიაანთი საქონლისათვის. კარგ წიგნებს ვპოულობ ხოლმე ძალიან ხშირად და ბუკინსტებს ვაბარებ. ჟურნალები საღდება ყველაზე კარგად, ძირითადად საბავშვო. საერთოდ ნივთი რითი ფასობს, როცა ის მთელ საქართველოში დარჩება ერთი ან ორი. ასეთ რამეს რომ ვპოულობ, საკმაოდ კარგ ფასად ვყიდი. არის ძველი რუსული ჟურნალები, სადაც მხტავრები თავის ორიგინალ ნახატებს აკრავდნენ ხოლმე და ესეც კარგი მონაპოვარია. ნუ, რა თქმა უნდა, თუ ცნობილია ის მხატვარი რა. ღამე უფრო ყრიან ხოლმე კარგ რაღაცებს. ერთხელ, კომპიუტერი ვნახე თავისი კეისით, მუშა მდგომაროებაში იყო. თორე უმუშევრებს ქვეყანას ვნახულობ ხოლმე. ლეპტოპიც ხშირად მინახავს მუშა მდგომაროებაში, ტელეფონებს ხო სულ ვნახულობ, მაგრამ საშიშია რა. შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს რა და ჩააგდოს. კიდე მკვლევარები არიან, რომლებიც ძველ გაზეთებს დაეძებენ ხოლმე. მოკლედ, უნდა იცოდე ვისზე გახვიდე და როგორ გაყიდო ნებისმიერი ნივთი.

- მაგალითად, დღეს რა იპოვეთ?

- საბურთალოზე ვიპოვე როიალის სკამი და პილასოსი. ეს რამდენად მუშაობს არ ვიცი, მაგრამ შლანგი აქვს და ნაწილებად მაინც გაყიდი რა. ესეც ფულია.

- მეტწილად, რა ტერიტორიებზე დადიხართ ხოლმე?

- უფრო შარატავაზე დავდივარ ხოლმე და მის აპრალელურ ქუჩებზე. იქ სულ კარგი რამეები მხვდება ხოლმე. ასე მივდივარ და „ჰოლიდეი ინს“ ვკრუგავ ხოლმე. ბუკიას ბაღთანაც ავდივარ ხოლმე და ასე, მთელ ცენტრალურ თბილისს მოვივლი.

- როგორ მოხვდით თქვენ ამ საქმეში? რა იყო პირველი მოტივატორი?

- ეკონომიკურად მიჭირდა რა და ასე ნელ-ნელა დავიწყე. სხვებსაც ვაკვირდებოდი რას აკეთებდნენ. თავიდან, რომ დავიწყე ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. წინა მთავრობა მატერორებდა, სულ მიჩხრიკავდა ჩანთებს. ერთხელ ერთი მეშოკი ფეხსაცმელი ვიპოვე,  სულ ახლებივით იყო და მოპარული ეგონათ, ვერ დავაჯერე რომ ნაგვის ურნაში ვნახე. მერე, ახალი მაკაროვის ტყვიები ვიპოვე, იქვე პოლიციას მივუტანე და ამის გამო ციხეში 3 წლით ამომაყოფინეს თავი. აბა, ეს იყო მთავრობა? ახლა უპრობლემოდ დავდივარ. კამერაში რომ მხედვენ, რომ არაფერს არ ვაშავებ, უკვე ხელს აღარ მიშლიან.

- ხვალ რომ გათენდება, შეგროვილ ნივთებს სად წაიღებთ?

- მე ფართი მაქვს ნაგირავები და შეიძლება მთელი თვე არ ჩავაბარო. 70 ლარად მაქვს ნაქირავები გარაჟი. მთავარია არ დამისველდეს რაა. იქ ვაგროვებ და იქიდან ან ვააბრებ, ან თავად მოდიან და მიაქვთ ხოლმე. მშრალ ხიდზე ყველაზე მეტ თანხას იხდიან ხოლმე, ხან ნავთლუღზეც ვააბრებ და ასე. მაგრამ მეტწილად ჩემს გარაჟში მოდიან ხოლმე და იქიდანვე ვატან შეგროვილ ნივთებს.

- რომელ საათზე გამოდიხართ ხოლმე სამუშაოდ?

- დაახლოებით, 9 საათიდან გამოვდივარ და დილამდე ვმუშაობ, თუ კარგი ამინდია. ზამთარშიც ვმუშაობ, რაც არ უნდა ყინვა იყოს. მაგრამ ვინც ფეხით დადის იმისთვის არაფერია. ზაფხულს მაინც სჯობს ზამთარი, იმიტომ რომ არ ოფლიანდები.

- თვეში დაახლოებით რამდენი გამოგდით თანხა?

- ასე თუ იმუშავებ, ყოველ 2 დღეში მინიმუმ 30 ლარი გექნება. თვეშ კი 20 დღეს რომ იმუშაო 700 ლარი გამოგდის რა და ეს უკვე პურის ფულია.

- ოჯახში იციან თქვენი შრომის შესახებ?

- არა, ოჯახში იციან რომ მწვანილებზე ვაჭრობ. არ ვაგებინებ არავის. ისევ ჩემი შვილებისთვის ვშრომობ, სხვა ვისთის ხომ.

- კონკურენცია თუ არსებობს?

- ადრე ერთი კაცი იყო საბურთალოზე, ჩემი უბანი არისო და ხელს მიშლიდა, მაგრამ ცხონებული მოკვდა მერე.

- ხალხს რა რეაქციები აქვთ ხოლმე თქვენს დანახვაზე?

- სხვათაშორის ძალიან კარგი. მეუბნებიან ხომ არ დაგეხმაროთო, ზოგი ზიდვაში მეხმარება. ხვდებიან რომ მიჭირს და ამიტომ ვაკეთებ. ზოგი ამბობს რომ ფული დაგივარდაო, თავი უხერხულად რომ არ ვიგრძნო და ისე მჩუქნიან. ერთხელ მაგალითად, ვარაზის ხევთან რესტორანია და ერთი კაცი რესტორნიდან გამოდიოდა, დამინახა და 100 დოლარიანი მაჩუქა. პოლიციასაც არა აქვს გართულება რა. ახლა მე რომ ახალ უბანში გადავიდე, იქ ერთი-ორჯერ გამაჩერებენ და რომ მიხვდებიან, რომ არაფერს არ ვაშავებ, მერე შემეშვებიან.

- ყველაზე ძვირადღირებული ნივთი რა გიპოვიათ?

- ერთხელ წიგნში 1200 დოალრი ვიპოვე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა და ძალიან კარგი იყო. ასეთი რამე კი იშვიათობაა. ღმერთს უნდოდა ესეიგი, თორე ხო იცით, ისე ფოთოლიც არ დაგეცემა თავზე.

- თქვენს პროფესიას რას დაარქმევდით?

- ნუ, რა ვიცი. ალბათ უფრო ძველი ნივთების შემგროვებელი. ბარახლოს ვეძახით ხოლმე ისე ჩვენ. მაგრამ ძველების გარდა, მთლად ახალი ნივთების შეგროვებაც შეიძლება რა.

- ყველაზე კარგი უბნები რომელია სამუშაოდ?

- უფრო ძველი უბნები რა, ვერა, მთაწმინდა, ვაკეში და საბურთალოზეც კარგად ვპოულობ რაღაცეებს. სადაც უფრო მდიდარი ხალხი ცხოვრობს რა. მაგალითად, გლდანში ვერ ნახავ კარგ რაღაცეებს. ნუ, მასორბივად რა. თორე იქაც კი შეიძლება რამეს წააწყდე. ერთხელ ისეთი ახალი ალუმინის ქვაბები ვიპოვე, პატრულს რომ გავეჩერებინე, არ დამიჯერებდა, ნაპოვნი რომ იყო.



მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

01 May 2017

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

01 May 2017

ღირდა ყოველი ამად?!

01 May 2017

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

01 May 2017

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

01 May 2017

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

01 May 2017

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

01 May 2017

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

01 May 2017

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

01 May 2017

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

01 May 2017

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

01 May 2017

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

01 May 2017

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

01 May 2017

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

01 May 2017

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

01 May 2017

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

01 May 2017

გამქრალი გოგოები

01 May 2017

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

01 May 2017

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

01 May 2017

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

01 May 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

01 May 2017

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

01 May 2017

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

01 May 2017

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

01 May 2017

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

01 May 2017

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

01 May 2017

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

01 May 2017

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

01 May 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

01 May 2017