26 May 2017
  • 310 ნახვა

მიენიჭოს კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი !

სულ რაღაც ერთი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ,,კრწანისის ტყეპარკზე" პირველი ბლოგი გამოვაქვეყნე.
დღეს ტყეპარკი დიდი საფრთხის ქვეშაა. 

,,კრწანისის ტყეპარკი თბილისსა" და რუსთავს შორის არსებული ულამაზესი მწვანე ტერიტორიაა. მისი დაარსების მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო.

ტყეპარკი თბილისის მოსახლეობისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განაშენიანებულ ტერიტორიაზე თავი იგრძნოს ბუნებრივ გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისაგან, მტვირსაგან და ურბანული გარემოსაგან. ვაკე რელიეფი და ულამაზესი ხეივნებით შემოსილი გზები შესანიშნავი პირობაა ველოსიპედით სეირნობისათვის. ასევე საუკეთესოა პიკნიკის, კემპინგის, საგანმანათლებლო ტურების, ექსკურსიების მოსაწყობად და ფრინველებზე დასაკვირვებლად.

პარკის ეკოლოგიურ-სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, არცერთი უწყება არ ახორციელებს ტერიტორიის მართვას, მუნიციპალური ნარჩენები განთავსებულია ყველგან, არ დგას სანაგვე ურნები. ადგილობრივი მოსახლეობა ტყაპარკს საძოვრად და შეშის მოსაპოვებლად იყენებს. დაუცველობის გამო აქ სისტემატურად გვხვდებიან მონადირეები, რაც დამსვენებლებისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია და დიდ ზიანს აყენებს ტყეპარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. 

 გარდა ამისა,რუსთავი -თბილისის ავტომაგისტრალის გაყვანის გამო პარკში ათეულობით ახალგაზრდა ხეა მოჭრილი.
მოშლილია ის ერთადერთი ღობე,რომელიც ტყეპარკს ქალაქისგან აცალკევებდა.

ტყეპარკი ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას არანაირი დაცვითი სტატუსი არა აქვს,ამიტომაც საფრთხე დღითიდღე იზრდება.  

,,კრწანისის ტყეპარკი თბილისსა" და რუსთავს შორის არსებული ულამაზესი მწვანე ტერიტორიაა. მისი დაარსების მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო.

ტყეპარკი თბილისის მოსახლეობისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განაშენიანებულ ტერიტორიაზე თავი იგრძნოს ბუნებრივ გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისაგან, მტვირსაგან და ურბანული გარემოსაგან. ვაკე რელიეფი და ულამაზესი ხეივნებით შემოსილი გზები შესანიშნავი პირობაა ველოსიპედით სეირნობისათვის. ასევე საუკეთესოა პიკნიკის, კემპინგის, საგანმანათლებლო ტურების, ექსკურსიების მოსაწყობად და ფრინველებზე დასაკვირვებლად.

,,კრწანისის ტყეპარკის" შენარჩუნება ისტორიული შანსია თბილისის განვითარებისათვის.

გთხოვთ ყველას,ვინც ამ სტატიას კითხულობთ,შემოგვიერთდით!

დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭრა ხელმოწერით.

https://manifest.ge/main/item/1479#.WSE7N7hOn3F.facebook

დარჩენილია 8000-ზე მეტი ხელმოწერა.

მჯერა,რომ ერთად შევძლებთ შევაჩეროთ ის პროცესები,რაც დღეს ,,კრწანისის ტყეპარკში" მიმდინარეობს!

მსგავსი

ბუნება ჩვენია!

26 May 2017

გადავარჩინოთ თბილისი

26 May 2017