09 June 2017
  • 1043 ნახვა

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

ჩვენ მათ ვეჩვევით, სახეები ნაცნობი ხდება, მათ დანახვაზე ნელ-ნელა მგრძნობელობას ვკარგავთ და სულ ბოლოს, კარგად გაკრეჭილ გაზონს ემსგავსებიან. ისინი ქუჩის ატრიბუტები ხდებიან და ზოგჯერ მათდამი გამოჩენილი სიკეთე ნაგვის ურნაში ჩაგდებულ ნარჩენს ჰგავს. 

​ამბავი ასე დაიწყო. აღმაშენებლის გამზირს თუ აუყვებით, აუცილებლად შეამჩნევთ ქალბატონს, რომელიც თავჩარგული ზის. მისი თმა ყოველთვის დაფარულია, სიარული უჭირს, თუმცა ადგილს ხშირად იცვლის. მიდის იქ, სადაც დახმარებას ელის. აღმაშენებლის გამზირზე მას მაღაზიების და რესტორნების სიახლოვეს იპოვით. ხელს შემწეობისთვის არასდროს გამოგიშვერთ. მისი დახმარება თქვენი კეთილი ნება უნდა გახდეს. 



დილაადრიან აღმაშენებლის გამზირზე თუ გამოხვალთ, ნახავთ, როგორ იწესრიგებს თავს - იხეხავს კბილებს და საკუთარ ნივთებს ცივ ონკანში რეცხავს. 

​სახლი? - სახლი აღარ აქვს. ის აღმაშენებლის გამზირის სტუმარია, თუმცა ჯერ არ იცის, როდის დამთავრდება ეს სტუმრობა. 

​სახელი? - სახელი აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე გვპასუხობს, თუმცა დასძენს: "ადამიანები "ბაბუშკა ლალას მეძახიან". წარმოშობით უკრაინიდანაა. მის სისხლში რუსული, უკრაინული და პოლონური სისხლი ჩქეფს. რაც თავი ახსოვს, საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ვერ მიიღო. ამბობს, რომ საბუთების პრობლემის გამო ქვეყნის მოქალაქეობას არ აძლევენ. შესაბამისად, პენსიასაც ვერ იღებს.



ბაბუშკა ლალას თქმით, სახლი წაართვეს. ახლა კარი დაკეტილია და შიგნით არავინ უშვებს. 

"რამდენიმე წლის წინ რომ გენახეთ, ბებიას ნამდვილად არ დამიძახებდით. კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა ავად ვარ, წელში ვეღარ ვიმართები და ხელებსაც ვერ ვშლი".

მისი ცხოვრების ისტორია ქუჩას სულაც არ უკავშირდება. 

"საკმაოდ კარგ თანამდებობაზე ვმუშაობდი. სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი. დადგა პერიოდი და დავრჩი სამსახურის გარეშე, თუმცა ქონება მქონდა და ისე არ დავრჩენილვარ. უსაქმურად რომ არ ვყოფილიყავი, ბაზარში დავდექი, თუმცა ავად გავხდი და იქაც ვეღარ გავჩერდი. კათოლიკურ თავშესაფარში აღმოვჩნდი, სადაც ძალიან ცუდად მექცეოდნენ. იქიდან გამოვიპარე, მათ კი ჩემი ნივთები გადამიყარეს და ყველაფერი დავკარგე. ბლოკნოტი მქონდა, სადაც ყველა ის თარიღი მეწერა, როდესაც ქონება მომპარეს. ის ბლოკნოტიც ამომაცალეს, მაგრამ ყველაფერი ზეპირად მახსოვს".



ნათესავები არ ჰყავს. მისი ახლობლები აღმაშენებლის გამზირის სტუმრები არიან. ძირითადად, ტურისტები ეხმარებიან, თუმცა ბევრი ქართველია, რომლებიც აჭმევენ და სხვადასხვა ნივთს ჩუქნიან.

​ბევრჯერ სცადა მკურნალობის თანხის შეგროვება. რამდენჯერაც საჭირო თანხას თავი მოუყარა, იმდენჯერ ფული მოჰპარეს. ამბობს, რომ პოლიცია არ ეხმარება და მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს: რამდენი?

​ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაბუშკა ლალა აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს. ამბობს, რომ მთავარია ცხოვრებაში ძლიერი ადამიანი იყო და დანარჩენ ყველაფერს გადაიტან. 

ინტერვიუს დროს ბაბუშკა ლალასთან ერთად შემომათენდა. მზის ამოსვლასთან ერთად მისი ცისფერი თვალები კიდევ უფრო გამოიკვეთა. ამ დროს გავიფიქრე, ზოგჯერ ინტერვიუ არ არის საჭირო, საკმარისია, თვალებში ჩახედო. 



​აღმაშენებლის გამზირს თუ გაუყვებით, ეცადეთ, ადამიანებს თვალებში ჩახედოთ. 





მსგავსი

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

09 June 2017

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

09 June 2017

ღირდა ყოველი ამად?!

09 June 2017

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

09 June 2017

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

09 June 2017

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

09 June 2017

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

09 June 2017

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

09 June 2017

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

09 June 2017

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

09 June 2017

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

09 June 2017

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

09 June 2017

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

09 June 2017

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

09 June 2017

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

09 June 2017

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

09 June 2017

გამქრალი გოგოები

09 June 2017

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

09 June 2017

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

09 June 2017

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

09 June 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

09 June 2017

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

09 June 2017

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

09 June 2017

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

09 June 2017

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

09 June 2017

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

09 June 2017

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

09 June 2017

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

09 June 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

09 June 2017