17 June 2017
  • 1089 ნახვა

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

​თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო, მაშინ Open air-ზე უნდა მოხვდე. ყველაფერი ლისზე დაიწყო. 

სიბნელეში გაფანტული ფერადოვნება გიზიდავთ და მუსიკალური ნოტებისაკენ გიხმობთ. სცენა თვალს გჭრით და ეს უკვე საკმარისია, შენ გარემოს ნაწილი ხარ. 





დაგვიანებით მივედი. Golden stage-ზე ნინო ქათამაძის ბოლო ნოტებს მივუსწარი. ტელეფონი დავაჩხაკუნე და ქართველი მუსიკოსის კადრებიც აღვბეჭდე. 



უნდა ვაღიარო, ჩემი მუსიკალური განათლება ენციკლოპედიური ცოდნით ვერ დაიკვეხნის. მართალია, Sevdaliza-ს აღმოჩენა ჩემი youtube-ის ისტორიაში შესაძლებელია, თუმცა მე დღეს ახალი აღმოჩენა გავაკეთე. ირანის ატომური იარაღი სინამდვილეში ამ ქალშია თავმოყრილი. სცენის დედოფალი პირდაპირ პერსეპოლისიდან პირველივე ნოტებიდან იპყრობს თქვენს ყურადღებას.

​ხმისა და სცენიური მოძრაობების მიღმა პარარელურ სამყაროში ინაცვლებთ, სადაც ირანელი ქალი ხდება თქვენი სმენის ბატონ-პატრონი. 



"თეირანში დავიბადე და ყოველდღე მენატრება. აქ რომ ვარ, თავს სახლში ვგრძნობ", - ამ სიტყვებით სევდალიზამ საკუთარ თანამემამულეებს მიმართა, რომელთაც Open air-ზე მრავლად შეხვდებით. ირანის დროშის ფრიალი, მუსიკოსის საღამოს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებდა. ეს სამშობლოს მონატრებული ქალის ძახილი იყო, რომელიც საკუთარ ფესვებს მთელი სიღრმით უმღეროდა.

სევდალიზა სცენიდან გავიდა, თუმცა ის ჩვენს მუსიკალურ გემოვნებაში დარჩა. ეს ბლოგიც სწორედ მისი სპარსული სიმღერის "ბებინ"-ის ფონზე იწერება. 





​სცენას ცნობილი ბრიტანული ჯგუფი ანათემა იკავებს. ის პარალელური სამყაროდან ახალ რეალობაში გაგდებს, სადაც უბრალოდ უნდა განიცადო. ჯგუფი საზოგადოებაზე ჰიპნოზივით მოქმედებს. ენერგიულობა, არაჩვეულებრივი ჰანგები და საოცარი მუხტი, ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ანათემამ ჩემი ლაინაფი დაამთავრა, თუმცა ღამე დილის 8 საათამდე გაგრძელდა.






​თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო, მაშინ ლისისკენ უნდა აუხვიო.





მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

17 June 2017

დავით ქართველიშვილი

17 June 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

17 June 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

17 June 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

17 June 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

17 June 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

17 June 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

17 June 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

17 June 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

17 June 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

17 June 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

17 June 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

17 June 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

17 June 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

17 June 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

17 June 2017