01 September 2017
  • 1270 ნახვა

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

თელ ავივი დამაბნეველია. პირველად ქალაქში შემოსვლისას ცდილობ, მისი რეალური სახე დაინახო, თუმცა ის ღია ფერებში იკარგება. ქალაქი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ღიაა. ღია ფერის შენობები თავისუფლების შეგრძნებას იძლევა, რომელიც სულაც არ არის ფასადური.

თბილისში გაცნობილი ებრაელი მეგობარი მეუბნებოდა, დასავლური მედია ჩვენს ყოფას ამახინჯებსო, ისინი ისრაელს მუქ ფერებში წარმოაჩენენო. მაშინ უცხოელ კოლეგებს გაუაზრებლად ვეთანხმებოდი. ახლა კი, თავად ვხედავ, რომ მუქი ფერების ნაცვლად, თავისუფალი, ღია ქალაქი აღმოვაჩინე.

ქალაქში შესვლისთანავე პატარა თეთრ შენობებს ხვდები. “იპოვე 7 განსხვავების” თამაში აქ საკმაოდ რთულია, რადგან იდენტური შენობები ბევრია. თუმცა, ეს სულაც არ ქმნის ქალაქის მთავარ სახეს. სწორედ ამიტომაა თელ ავივი დამაბნეველი. წყაროს მთად წოდებული ქალაქი თქვენს წყურვილს ნამდვილად დააკმაყოფილებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვის სანაპიროს ესტუმრებით.

ქალაქი ძირითადად პატარა შენობებისგან შედგება. ქუჩები ძირითადად ვიწროა და მჭიდროდაა დასახლებული. თელ ავივში სიცოცხლე 24 საათის განმავლობაში ჩქეფს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლო მგზავრამდე მუშაობს.





ქალაქი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. მის ერთ ნაწილში ბიზნეს ცენტრია განთავსებული, სადაც ცათამბრჯენები გვხვდება. ეს ქალაქის სამხრეთ ნაწილია, რომელიც ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. თელ ავივში გართობა მარტივია. ღამის კლუბები მრავლადაა და მისი კარი მუდამ ღიაა, რა თქმა უნდა, სრულწლოვანებისთვის.



თელ ავივი თავდაპირველად საპორტო ქალაქ იაფოს ჩრდილოეთ უბანი იყო. შემდეგ იმდენად განვითარდა, რომ ძირითადი ნაწილი ჩაყლაპა და ახლა მას თელ ავივ იაფოდ ვიცნობთ.

ქუჩები გადატვირთულია, რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც კომერციული ობიექტები არაა გახსნილი. ადგილობრივები ძირითადად ველოსიპედებით და მოპედებით გადაადგილდებიან. ქალაქის ზღვისპირა ნაწილს ბულვარი მიუყვება, სადაც ველოსიპედის დაქირავება შეგიძლიათ. ბულვარში მარტივად შეამჩნევთ მორბენალ ადამიანებს. აქ თითქმის ყველა ვარჯიშობს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს.





თელ ავივი სიმძვირით გამოირჩევა. აქ ფასები საკმაოდ მაღალია. ამიტომ ტურისტებისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქართველოდან ხარ. მაგალითად, პატარა ბოთლი წყლის ღირებულება 3 დოლარს უტოლდება, სიგარეტი კი, დაახლოებით 15 ლარი ღირს. ასე რომ, სანამ ისრაელს ესტუმრებით, თქვენს ბიუჯეტს კარგად გადახედეთ.

ღირს თუ არა თელ ავივის ნახვა? - ამ კითხვაზე პასუხს ზღვის სანაპიროზე მარტივად იპოვით. ის გასაოცარია. ოქროსფერი ქვიშა და სუფთა წყალი თქვენს მოხიბვლას მარტივად მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ტალღები სერფინგისთვის იდეალური არ არის, ადგილობრივები არ ნებდებიან და სპორტის ამ სახეობასაც მისდევენ.







ქალაქის ძველი ნაწილი შედარებით განსხვავებულია. ძველი შენობები მხატვრულადაა მოხატული და ავანგარდული განწყობა შემოაქვს. კაფეები საკმაოდ კრეატიულადაა გადაწყვეტილი და მათი უმრავლესობა ღია სივრცეშია განთავსებული.







ქალაქში ინტერნეტთან წვდომა საკმაოდ მარტივია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსი და მატარებელი Wi Fi-ითაა აღჭურვილი. ასე რომ, ქალაქში გადაღებული სელფების ატვირთვას სოციალურ ქსელში მარტივად შეძლებთ.

ახლა ქალაქი ორმაგად დატვირთულია, რადგან აქ “ევრობასკეტი 2017” ტარდება.  შესაბამისად, თელ ავივში სპორტული განწყობაა. 

ეს ქალაქის შესახებ პირველი ბლოგია. მალე ჩემპიონატის შესახებ ახალი ამბებით დაგიბრუნდებით.



მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

01 September 2017

დავით ქართველიშვილი

01 September 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

01 September 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

01 September 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

01 September 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

01 September 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

01 September 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

01 September 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

01 September 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

01 September 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

01 September 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

01 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

01 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

01 September 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

01 September 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

01 September 2017