19 September 2017
  • 710 ნახვა

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

წიგნის არჩევა რთული საქმეა და ყველა გამოცდილ მკითხველს, როდესაც ახალი ავტორის აღმოჩენა სურს, თავისი მეთოდი აქვს. ეს მეთოდები მრავალგვარია, დაწყებული საყოველთაო ავტორიტეტად მიჩნეული ხალხის საჯარო რჩევებითა თუ ათასგვარი „რამდენიღაცა წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ სიებში ამოკითხვით, დამთავრებული სანაცნობო-სამეგობროში ამორჩეული პერსონალური ავტორიტეტების რჩევებით. ამის მიუხედავად, ხშირად მაინც ინტუიციის ამარა ვრჩებით და პრაქტიკულად ბრმად ვყიდულობთ ჩვენთვის უცნობ ავტორს. ეს მკითხველის ალღოსთვის ნამდვილი გამოცდაა, რადგან ამ დროს ჩვენ ან დიდი იმედგაცურება გველის, ან პირიქით, ახალი კარგი მწერლისა და ნაწარმოების აღმოჩენის სიხარულს განვიცდით. 


ამ შემთხვევაში წიგნი, რომელსაც „წიგნების თარო“ გირჩევთ არა მხოლოდ ჩვენი პირადი აღმოჩენა გახდა, არამედ იმხანად 25 წლის ავტორის ამ სადებიუტო რომანმა ერთბაშად აალაპარაკა ლაპარაკის მოყვარული კრიტიკოსებიც და ისინიც, ვინც ორ სიტყვას ძლივს იმეტებს ხოლმე. მაგალითად, მას გამაოგნებელი წიგნი უწოდა ჯონ აპდაიკმა, თუმცა ამაზე აღარ გავჩერდებით. ასეთ რამეებს წიგნზე დართულ ანოტაცია-აღწერებშიც იოლად იპოვით. რაც მთავარია, ესაა ნაწარმოები მკითხველისთვის, რომელსაც ახალი და განსხვავებული ფორმები არ აფრთხობს, რადგან ის თავისი ფორმითა და შინაარსით, მარტივად რომ ვთქვათ, უცნაურია. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი კაცის ამბავს, რომელიც უკრაინაში ჩადის და მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებულ სოფელს ეძებს. ძებნაში მას ახალგაზრდა თარჯიმანი ბიჭი და მძღოლი - მისი მოხუცი პაპა ეხმარებიან. თუმცა, აქვე ჩვენ იმ გამქრალი სოფლის ამბავსაც გავიგებთ, თავად ამ თარჯიმანი ბიჭისაც, მისი მოხუცი პაპისაც და კიდევ ჯონათანის წინაპრებისაც, რომლებიც ომს გაექცნენ.



ნაწარმოებში დრო და სივრცე ისე ოსტატურად ენაცვლება ერთმანეთს, ვერც იეჭვებთ, რომ ეს ავტორის პირველი და სადებიუტო რომანია. სწორედ ამიტომ იქცა ის აღმოჩენად მსოფლიო მასშტაბით და ბოლოსდაბოლოს საქართველომდეც მოაღწია გია ჭუმბურიძის შესანიშნავი თარგმანით. ამ წიგნის ერთი მნიშვნელოვანი ღირსება ისიცაა, რომ ავტორი არც ფანტაზიაში მოიკოჭლებს და არც ენასთან უჭირს ურთიერთობა. სიუჟეტი დაძაბულია და მართალია გამოცდილი მკითხველი შეეცდება ამბის თავი და ბოლო სწრაფად ამოიცნოს, ავტორი მაინც ახერხებს თხრობისას მოულოდნელობის ეფექტის შენარჩუნებას. ალბათ, სწორედ ეს აიძულებს მკითხველს ბოლომდე ჩაჰყვეს ტექსტს მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული უცნაურობითა და დროში გადასვლებით, პარალელური თხრობებით, ფანტაზიისა და რეალობის მუდმივი მონაცვლეობით სავსე რომანს მარტივს ვერ ვუწოდებთ. შეუძლებელია ამ წიგნმა არ დაგაფიქროს ადამიანზე, მის ბუნებაზე, იმ ყველაფერზე რაც კაცობრიობას უკან დარჩა და რაც წინ ელოდება, საკუთარ თავზე  და საკუთარ როლზე ამ სამყაროში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი რომანია და ამ ყველაფრის გამო „წიგნების თარო“ თამამად გირჩევთ წაიკითხოთ ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“.

ავტორი: Toresa Mossy

მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

19 September 2017

დავით ქართველიშვილი

19 September 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

19 September 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

19 September 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

19 September 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

19 September 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

19 September 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

19 September 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

19 September 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

19 September 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

19 September 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

19 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

19 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

19 September 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

19 September 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

19 September 2017