26 September 2017
  • 1040 ნახვა

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

ალბათ, ძალიან ცოტა თუ დაიარება დედამიწაზე, ვისაც მუსიკა უყვარს და ბობ დილანის სახელი არ სმენია. მუსიკალურ სამყაროში მის მნიშვნელობასა და როლზე ეჭვი არავის ეპარება. ამის გამო, 2016 წლამდე მისი პერსონის გარშემო ერთსულოვნება იყო,  თუმცა, 2016 წელს ბობ დილანის ნობელის პრიზით დაჯილდოებამ ლიტერატურის დარგში, ხალხის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ნობელის კომიტეტის განმარტებისა, რომ ბობ დილანს ნობელს გადასცემდნენ როგორც ამერიკული სიმღერის დიდი ტრადიციების გამგრძელებელს, მათ ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ჩემთვის, როგორც ბობ დილანის დიდი თაყვანისმცემლისთვის, ეს ამბავი ძალიანაც გასახარი იყო, თუმცა, მოწინააღმდეგეებს უამრავი არგუმენტი მოჰყავდათ და ჩვენს ფეისბუქის კედლებს უამრავი ცხარე პოლემიკაც ახსოვთ. ამ ამბის განხილვა შორს წაგვიყავნს და ჩვენი რუბრიკის თემასაც გასცდება, ამიტომ ნობელიანტობის ამბავს აღარ დავუბრუნდები და ბობ დილანის რომანზე მოგიყვებით.

ბობ დილანის „ქრონიკები“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც ავტორთან ერთად საოცარ დროში გვამოგზაურებს.

დილანის თხრობის მანერა ძალიან ჰგავს ბიტნიკებისთვის დამახასიათებელ ცნობიერების ნაკადს - ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ და მზად ვიყოთ, რომ მუსიკოსის ბავშობიდან უცებ აღმოვჩნდებით თოვლიან ნიუ იორკში, სადაც ახალბედა, ჯერ კიდევ ალან ციმერმანი  სამსახურის შოვნას ცდილობს, ნიუ იორკიდან შეიძლება მზიან კალიფორნიაშიც გვამოგზაუროს, შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში ნაომარი ბიძების შესახებ მოყვეს და საშუალო სკოლაში დაბომბვისგან თავდასაცავი წვრთნებიც გაიხსენოს.  


„ქრონიკებს“ აშკარად ეტყობა ბიტ თაობის, უფრო კონკრეტულად კი ჯეკ კერუაკის გვალენა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს წიგნის ლიტერატურულ ღირებულებას.

მიუხედავად ამ, ერთი შეხედვით, „დაულაგებელი“ სიუჟეტისა, წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება - მკითხველი ავტორთან ერთად გადის  გზას ფოლკ მუსიკის შემსრულებელ ალან ციმერმანიდან მუსიკის ავტორ ბობ დილანამდე; ვგრძნობთ 60-იანი წლების ნიუ იორკის სულს და ვიცნობთ ყველა იმ ადამიანს და მოვლენას, რომელმაც ჩვენი დროის ერთერთი საუკეთესო მუსიკოსის დაბადებას შეუწყო ხელი;

თუ გაინტერესებთ როგორ იწერებოდა მისი უკვდავი და ყველასთვის ცნობილი სიმღერები, როგორ გაიარა მისმა შემოქმედებამ სხვადასხვა ფაზები, როგორ იცვლებოდა მისი მსოფლმხედველობა და, ზოგადად, დაიჯეროთ, რომ ერთი გამხდარი ბიჭი, რომელიც ბედის საძიებლად დიდ ქალაქში ჩადის, აუცილებლად გახდება ყველა დროის საუკეთესო მუსიკოსი მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი და სათქმელი სხვადასხვა თემითა და ამბით სავსე სამყაროში, მაშინ ბობ დილანის „ქრონიკები“ თქვენთვისაა.



მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

26 September 2017

დავით ქართველიშვილი

26 September 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

26 September 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

26 September 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

26 September 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

26 September 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

26 September 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

26 September 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

26 September 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

26 September 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

26 September 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

26 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

26 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

26 September 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

26 September 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

26 September 2017