27 September 2017
  • 1755 ნახვა

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

როგორც აღმოჩნდა, ცენზურა და წიგნების აკრძალვა არა მარტო გასულ საუკუნეებში, არამედ ჩვენს დროშიც ხშირად ხდება. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ამერიკა ძალიან ცნობილ და კლასიკურ ნაწარმოებებზე დღემდე ვრცელდება ცენზურა . ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ მშობელს აქვს უფლება აუკრძალოს წიგნი ბავშვს, სწორედ ამიტომ ხშირად მშობლების მოთხოვნით სხვადასხვა სასწავლო პროგრამიდან და სასკოლო ბიბლიოთეკიდან იკრძალება ესა თუ ის წიგნი.

გთავაზობთ 8 წიგნს, რომლებიც სხვადასხვა დროს აკრძალეს ან ეცადეს რომ აეკრძალათ  ამერიკულ საჯარო სკოლებში და ბიბლიოთეკებში.

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი


მიუხედავად იმისა, რომ ჰემინგუეის აზრით, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” არის ნაწარმოები, რომელზეც ამერიკული ლიტერატურა დგას,  დღევანდელ ამერიკულ სკოლებში და ბიბლიოთეკებში მაინც დიდი პრობლემა ექმნება ამ წიგნს. მასწავლებლების და მშობლების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ წიგნის ადრეულ ასაკში კითხვა ცუდ გავლენას მოახდენს ბავშვებზე ნაწარმოების არანორმატიული ლექსიკის და რასისტული ტერმინების ხშირად გამოყენების გამო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც წიგნის აკრძალვას ხშირად ითხოვენ და წლების გასვლასთან ერთად მუდმივი კამათი მაინც გრძელდება.  

 თამაში ჭვავის ყანაში - ჯერომ სელინჯერი


ჯერომ სელინჯერის 1951 წელს გამოცემულ წიგნს ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია - 1982, 1985, 2002 და 2009 წლებში წიგნის აკრძალვაზე ძალიან აქტიურად მიდიოდა საუბარი ამერიკულ სკოლებში და ბიბლიოთეკებში. აკრძალვის მიზეზი ძირითადად მთავარი პერსონაჟის დამოკიდებულება იყო ცხოვრების მიმართ, მშობლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჰოლდენი ცუდი მაგალითი იყო მათი შვილებისთვის. ის, რომ თინეიჯერი ბიჭი მარტო დახეტიალობს ნიუ იორკში და იყენებს არანორმატიულ სიტყვებს, გამოთქვამს განსხვავებულ მოსაზრებებს, საკმარისი აღმოჩნდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო დავა წიგნის გარშემო.

დიდი გეტსბი - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი


ავტორის მოლოდინის მიუხედავად, რომ მისი რომანი ვერ იქნებოდა წარმატებული და ძალიან მალე დაივიწყებდნენ ადამიანები,  „დიდი გეტსბი“ მაინც არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი. გეტსბის და დეიზის ტრაგიკული და ანგარებით სავსე სიყვარულის ისტორია წლებია აგრძელებს ადამიანების გულის მოგებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, წიგნის მიმართ ან ნელდება დავა და მუდმივად მიმდინარეობს კამათი უნდა კითხულობდნენ თუ არა ბავშვები ამ წიგნს სკოლებში.

ნუ მოკლავ ჯაფარას - ჰარპერ ლი


მიუხედავად იმისა, რომ „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ამერიკულ ლიტერატურაში ერთერთ ყველაზე კეთილ წიგნად მიიჩნევენ, მაინც გამუდმებით გრძელდება დავა წიგნის ავკარგიანობაზე და იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ მოსწავლეებმა სკოლაში ეს წიგნი იკითხონ. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მშობლები ცდილობდნენ “ნუ მოლავ ჯაფარას” სასწავლო პროგრამიდან ამოეღოთ, მიზეზი ერთი იყო - მათთვის მიუღებელი იყო რომანის პროტაგონისტის სამეტყველო ენა და მიიჩნევდნენ, რომ ბავშვები ცუდ მაგალითს იღებენ ჭყიტასგან.

2016 წელს, ვირჯინიის შტატის ერთერთ სკოლაში, “ნუ მოლავ ჯაფარას” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”  აკრძალეს ამ ნაწარმოებებში გამოყენებული რასისტული ტერმინების გამო.

ბუზთა ბატონი - უილიამ გოლდინგი


უილიამ გოლდინგის ძალიან ცნობილი “ბუზთა ბატონი” ყოველთვის იყო განხილვის საგანი, მაგრამ ოფიციალურად არასდროს აკრძალულა სკოლებში და ბიბლიოთეკებში. თუმცა, მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგია როცა მოზარდები კითხულობენ ისტორიას ბავშვებზე, რომლებიც არ ერიდებიან არაბავშვურ სიტყვებსა და ქმედებებს.

ამერიკელი მშობლების აზრით, რომანი მიზოგინური ხასიათისაა და ხელს უწყობს ბავშვებში რასისტული ტერმინოლოგიის დამვიდრებას.

თაგვებსა და ადამიანებზე - ჯონ სტაინბეკი


მიუხედავად იმისა, რომ ჯონ სტაინბეკი ნობელის პრემიის მფლობელია, მისი წიგნების გარშემო გამუდმებით მიდის დავა და ავტორის შემოქმედების მიმართ ყოველთვის ისმის კრიტიკა. არც “თაგვებსა და ადამიანებზეა” გამონაკლისი - ამერიკული ბიბლიოთეკების ასოციაციის ინფორმაციით 2007 წელს იყო მცდელობა, ბავშვებისთვის აეკრძალათ წიგნი, მიზეზად კი ჯონ სტაინბეკის ვულგარულ ენას და მკრეხელობას მიიჩნევდნენ. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ცნობილი ნაწარმოები დღემდე ყველასთვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკებში.

იისფერი - ელის უოკერი


პულიცერის პრემიის მფლობელი რომანი “იისფერი” წლების განმავლობაში აკრძალული იყო რომანის არანორმატიული ენის გამო. ამერიკელი მშობლები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვები არ უნდა კითხულობდნენ წიგნებს, სადაც საუბარია ნარკოტიკების მოხმარებაზე და აღწერილია სექსუალური სცენები ნატურალისტური მეთოდებით.

ჰარი პოტერის სერია - ჯოან როულინგი


უამრავი ადამიანის საყვარელი ისტორია ბიჭუნაზე, რომელიც ბოროტი ძალების დამარცხებას ახერხებს, დიდი მითქმა-მოთქმის საგანია მთელს ქრისტიანულ სამყაროში. ჰარი პოტერის ყოველი ნაწილის გამოსვლასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი მშობლები ამბობენ, რომ ჰარი პოტერის წიგნები აკნინებს ქრისტიანულ რელიგიას და ეწინააღმდეგება ქრისტეს მორალს. მრავალი მცდელობის მიუხედავად წიგნი მაინც არ აკრძალულა ამერიკაში.


მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

27 September 2017

დავით ქართველიშვილი

27 September 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

27 September 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

27 September 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

27 September 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

27 September 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

27 September 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

27 September 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

27 September 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

27 September 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

27 September 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

27 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

27 September 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

27 September 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

27 September 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

27 September 2017