04 October 2017
  • 607 ნახვა

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

წიგნების თარო გირჩევთ აგოტა კრისტოფის ტრილოგიას


ჩვენში დარჩეს და, ყოველთვის რთულია რამე ურჩიო ადამიანს.. რა იცი, რა ხასიათზეა, რა სურს და შენ რას აძლევ ამ დროს.. მაგრამ აგოტა კრისტოფის ტრილოგია ის რჩევაა, რომელიც იმედგაცრუებულს არ დაგტოვებს. ჰოდა გირჩევთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ძლიერი ატმოსფეროს მქონე ნაწარმოებია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.. ამბავი ომზე, ადამიანებზე, ერთიანი სულების დაქსაქსულ გზებზე და ცხოვრებაზე, რომელსაც ხან სიკვდილი მოაქვს და ხან - სიკვდილი. და მაინც..



აგოტა კრისტოფი ის ქალია, რომელიც ჯერ ერთი აგათა კრისტიში არ უნდა აგერიოთ და მეორეც ვინმე ვისდაკარგვია ავტორი არ გეგონოთ, არც მსოფლიოს აღიარებულ გენიოსთა სიაში აქვს თავისი ადგილი და არც დიდი კომერციული პოტენციალით გამოირჩეოდა ოდესმე, მოკლედ, მამაპაპათა ენით რომ ვთქვათ, არც კლასიკა იყო და არც - მეინსტრიმი. მაგრამ, მგონი სწორედ ეს არაგათქვეფილობა მატებს მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს. ხელწერა გამოირჩევა ბასრი, მოკლე ფრაზებით, მშრალი და თან სულის გამყინავი ამბებით, მოურიდებლობით, კარგად ჩახლართული მოულოდნელობებით და ადამიანურად დაუნდობელი ისტორიებით, რომელიც რომ თითოეულ ვარდისფერი სათვალით მოცქირალ ჯეელს იმ სათვალეს სახიდან მოაძრობს, დაუმტვრევს და პირში ჩასჩრის.


მოკლედ, მაგარი ქალი იყო აგოტა, ძალიან მაგარი, უნგრეთში დაიბადა, 1935-ში, ომი გადაიტანა, მერე 21 წლის რომ იყო მის სამშობლოში დიდი ანტიკომუნისტური მოძრაობა დაიწყო, რასაც კომუნისტთა მხრიდან მკაცრი რეპრესიები მოყვა, აგოტა კიდე გაიქცა და შვეიცარიას შეაფარა თავი, იქ მალე ფრანგული ენა ისწავლა და წერა დაიწყო, სწორედაც რომ ფრანგულად. ტრილოგიის პირველი წიგნი, “საერთო რვეული” გვიანდელი მოვლენაა, 1986 წლისა, ამას ნელ-ნელა მეორე და მესამე ნაწილებიც მოყვა, შესაბამისად “მტკიცებულება” და “მესამე სიცრუე”. ოო, სიცრუე ამ წიგნში ჭარბადაა, რადგან ტყუპი ძმების ისტორიას ვეცნობით, რომლებიც ომის დროს დედამ ბებიას მიაბარა, ბებია მკაცრი ქალია, ძმებმა კი თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა გამოიმუშავონ და დაამარცხონ ბოროტება სახელად ადამიანები. ეს სრულიად თავბრუდამხვევი, გამაოგნებელი და მკითხველის გრძნობების თავდაყირა დამყენებელი წიგნია. ერთი ეგაა, შეიძლება შოვნა გაგიჭირდეთ, მაგრამ მონდომებული მკითხველი თავის გზას არ დაკარგავს და იპოვის, რომელიმე წიგნის მაღაზიაში ან თუნდაც მეგობართან. ჰოდა, თუ იპოვით, დროს ნუ დაკარგავთ, ეგეთ მაგარ რამეს ყოველთვის კი ვერ წაიკითხავთ, აბა..



მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

04 October 2017

დავით ქართველიშვილი

04 October 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

04 October 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

04 October 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

04 October 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

04 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

04 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

04 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

04 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

04 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

04 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

04 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

04 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

04 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

04 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

04 October 2017