10 October 2017
  • 850 ნახვა

შემწვარი მწვანე პომიდვრები

თუ ფიქრობთ, რომ ადამიანები არც ისეთი კეთილები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და თუ ფიქრობთ, რომ უფრო მეტი ბოროტებაა ამ სამყაროში, ვიდრე სიკეთე, მაშინ ზუსტად ის დროა, წიგნის მაღაზიებს მიაკითხოთ და ფენი ფლეგის “შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე “უისელ სტოპში” მოიკითხოთ. ფენი ფლეგის რომანი მოგვითხრობს ამერიკის დიდი დეპრესიის წლებზე, სადაც ადამიანები არც ისე ბედნიერები იყვნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ყვარებოდათ ერთმანეთი.


რომანის პირველი მთხრობელი მოხუცი ქალია, რომელიც ყვება ჯადოსნურ ამბებს 30-50-იანი წლებიდან, მეორე მთხრობელად საგაზეთო რუბრიკის ავტორი გვევლინება, რომელიც უისელ სტოპის ამბებს მიმოიხილავს თავისებური იუმორით, ყოფითი დეტალების აღწერით და ყოველდღიური, ხშირად მდორე ცხოვრების ჩვენებით, ხოლო მესამე მთხრობელი შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ არის ავტორი, ფენი ფლეგი და სწორედ ეს მრავალფეროვნება სძენს რომანს განსაკუთრებულ ხიბლს. ერთი მოვლენის სხვადასხვა მხრიდან ჩვენება, პერსონაჟების მრავალფეროვნება ზუსტად ის არის, რამაც მთელს მსოფლიოს შეაყვარა თავი და ისეთი ცნობილი ავტორიც კი აალაპარაკა, როგორიცაა ჰარპერ ლი, რომელმაც ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რუთი ჰაკლბერი ფინს შეადარა და თქვა, რომ ზუსტად ჰაკლბერი ფინივით გაექცა ის არასასურველ ქორწინებას.


საბოლოო ჯამში „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ არის წიგნი იმაზე, თუ როგორი ძალა შეიძლება ქონდეს სიყვარულს, ერთგულებას, თანადგომას, დახმარებას, რა შეიძლება გააკეთონ პატარა ქალაქში მცხოვრებმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა, „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ არის წიგნი იმის საჩვენებლად, რომ სიბერე ვერაფერს გვაკლებს, რომ სიყვარული, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებთ ყოველთვის გავცემთ, რა ასაკსიც არ უნდა ვიყოთ და სინამდვილეში, ადამიანები ძალიან, ძალიან კეთილები არიან. თუ მართლა აქვს ლიტერატურას ძალა, შეცვალოს ადამიანები უკეთესობისკენ, დარწმუნებული ვარ, ეს ზუსტად ის ლიტერატურაა და სწორედ ამიტომ ვირჩევთ მას, როგორც კვირის საუკეთესო წიგნს. და თუ ოდესმე იგრძნობთ, რომ მარტო ხართ და გარშემო აღარაფერი დარჩა, გადაშალეთ ეს ჯადოსნური წიგნი, სადაც ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები თქვენ გელოდებიან, იმისთვის, რომ უფრო კარგად და მხნედ იგრძნოთ თავი.






მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

10 October 2017

დავით ქართველიშვილი

10 October 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

10 October 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

10 October 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

10 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

10 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

10 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

10 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

10 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

10 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

10 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

10 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

10 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

10 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

10 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

10 October 2017