18 October 2017
  • 464 ნახვა

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

სამყარო შეიცვალა, უფრო გლობალური გახდა, ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ათასობით კილომეტრის მოშორებით, მკვეთრად განსხვავებულ კულტურებში ცხოვრობენ, ხშირად ჩვენნაირად ფიქრობენ, ჩვენნაირი ოცნებები და მისწრაფებები აქვთ და ეს ბევრისთვის შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს.  ზოგი ფიქრობს, რომ ეს გლობალიზაციის ბრალია, ზოგის აზრით კი ეს ყველაფერი ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ნებისმიერ კულტურაში ბოლოსდაბოლოს ადამიანი, ადამიანია. ამ თემებზე ალბათ ყველას გვიფიქრია, მე კი სიმართლე ვთქვა ამაზე სერიოზულად მაშინ დავფიქრდი, როდესაც თანამედროვე ჰოლანდიელი მწერლის არნონ გრუნბერგისსტატისტები“ წავიკითხე. რას არ იფიქრებ ჰოლანდიაზე, გაგახსენდება ყველა და ყველაფერი, ვან გოგიდან დაწყებული წითელი ფარნების ქუჩით დამთავრებული, მაგრამ თანამედროვე ჰოლანდიელი მწერალი? დაუჯერებლად ჟღერს. არადა არნონ გრუნბერგს უკვე მრავალი წელია მთელი მსოფლიო იცნობს. მისი დებიუტი 1994 წელს შედგა, თუმცა „სტატისტები“ მე ვფიქრობ მაინც მისი ერთ-ერთი ყველაზე ლაღი და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

ეს წიგნი სამ მეგობარზეა, ოღონდ ცოტა ხანს დაივიწყეთ რემარკი. აქ სულ სხვა ამბავია. სამი მეგობარი, რომლებსაც ოპერაცია „მარლონ ბრანდო“ აკავშირებთ. ისინი კი არიან ევალდ სტანისლავ კრიგი, მოგვიანებით „ფულის მგლად“ წოდებული, ვუნდერკინდი ეკშტაინი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ ბროკოლი დაუძახონ და ელვირა, რომელიც მარლენ დიტრიხის შემდეგ პირველი საბედისწერო ქალია და მას, რა თქმა უნდა, ჰოლივუდი ელის. გიგრძვნიათ თავი სამყაროში დაკარგულად? გიოცნებიათ გაგეკეთებინათ რამე ძალიან უცნაური? მოგნდომებიათ რესტორანში ხალათითა და ფუმფულა ჩუსტებით გესადილათ? ერთხელ მაინც გიოცნებიათ ყოფილიყავით ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი? გიგრძვნიათ ერთფეროვანი ცხოვრებისგან მოგვრილი მელანქოლია? გამტყდარხართ? დაცემულხართ? დაგმსხვრევიათ ოცნებები? და ყველაფრის მიუხედავად იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავთ? მაშინ ეს თქვენი წიგნია და ის არა მხოლოდ თქვენი წიგნია, ის თქვენზეა, თქვენზე და თქვენს საუკეთესო მეგობრებზე, ჩადენილ და ვერ ჩადენილ სიგიჟეებზე, კომპლექსებზე, რომლებიც გტანჯავთ და თავისუფლებაზე, რომელიც საბოლოოდ, მაინც ყველაფერზე მაღლა დგას.

ასე რომ „წიგნების თარო“ სიამოვნებით გირჩევთ წაიკითხოთ თანამედროვე ჰოლანდიელი მწერლის, ესეისტისა და ჟურნალისტის არნონ გრუნბერგის რომანი „სტატისტები“!


მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

18 October 2017

დავით ქართველიშვილი

18 October 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

18 October 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

18 October 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

18 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

18 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

18 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

18 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

18 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

18 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

18 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

18 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

18 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

18 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

18 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

18 October 2017