24 October 2017
  • 533 ნახვა

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

პატრიკ მოდიანო ნობელის პრემიით 2014 წელს დააჯილდოვეს „მეხსიერების ხელოვნებისთვის, რომლის წყალობითაც მან ყველაზე მიუწვდომელი ადამიანური ბედისწერა აღწერა და ოკუპაციის ცხოვრებისეული სამყარო აღმოაჩინა.“

წარსულის გახსენება დღევანდელი დღის მოცემულობიდან, სინანული ჩადენილ თუ ჩაუდენელ საქციელებზე, კითხვის ნიშნები და წარსულის აჩრდილები პატრიკ მოდიანოს თითქმის ყველა ნაწარმოების ძირითადი თემებია.

გამონაკლისი არც „დაკარგული ახალგაზრდობის კაფეშია“.  პატარა რომანი, რომლსაც სულ რაღაც სამიოდე საათში წაიკითხავთ, ოთხი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის ამბავია.

ჟაკლინ დელანკზე გვიყვება ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც თავის ვინაობას მალავს, ჟაკლინის ყოფილი ქმრის მიერ დაქირავებული გამომძიებელი, თავად ჟაკლინი და უკვე ასაკოვანი როლანი, ახალგაზრდობაში ჟაკლინის საყვარელი, რომელიც ცდილობს გასცეს კითხვას პასუხი, თუ რა მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყო.

ჟაკლინ დელანკი სიმშვიდეს ეძებს და ამისთვის გარბის, გარბის მუდამ - ბავშვობის სახლიდან, ახლობელი ადამიანებისგან და პირველ რიგში კი - საკუთარი თავისგან.

ოთხივე მთხრობელს აერთიანებს ერთი რამ - წარსულის შიში, მუდმივი მალვა და გაქცევის სურვილი იმისაგან, რაც უკვე მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა გამხდარი.

პერსონაჟები ყვებიან ჟაკლინზე და ამავდროულად გვესაუბრებიან საკუთარ თავზე, შეცდომებზე, შიშებზე და მოლოდინებზე, ყვებიან ჟაკლინზე და იკვლევენ თავიანთ წარსულს და ცხოვრებას, იმას, რამაც დღევანდელ დღემდე მოიყვანა. მათთვის წარსული იმდენად უცხო და შორეულია, რომ თვითონაც უჭირთ ზღვარის გავლება რეალობასა და გამონაგონს შორის - „ხანდახან ჩვენი ცხოვრებიდან გარკვეული ეპიზოდები გვახსენდება და იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ეს სიზმარში არ მომხდარა, დამადასტურებელი საბუთები გვჭირდება“.

წარსულშიც ამ საბუთების მოძიებისთვის იქექებიან, წარსულის გახსენებით ცდილობენ თავი ცოცხლებად იგრძნონ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ისინი ყველანი დაკარგული ახალგაზრდობის კაფის სტუმრები არიან.


მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

24 October 2017

დავით ქართველიშვილი

24 October 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

24 October 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

24 October 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

24 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

24 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

24 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

24 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

24 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

24 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

24 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

24 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

24 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

24 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

24 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

24 October 2017