25 October 2017
  • 2631 ნახვა

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

სტივენ კინგი

ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილი ამერიკელი მწერალი, ავტორი წიგნებისა „მიზერი“, „დოქტორი ძილი“ და „უიმედოთა ქალაქი“ იხსენებს რომ ამერიკის ერთ-ერთ შტატში ყოფნისას მან ორ დოლარად შეიძინა მოთხრობების ანთოლოგია ჩარლზ გრეისონის რედაქტირებით და ზუსტად ამ წიგნმა მოახდინა მასზე ყველაზე დიდი გავლენა. წიგნში შესულია ისეთი ცნობილი ინგლისურენოვანი ავტორების მოთხრობები, როგორებიცაა: შერვუდ ანდერსონი, ჯოზეფ კონრადი, თომას ჰარდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰემინგუეი, ჯეკ ლონდონი, კეტრინ მენსფილდი, დოროთი პარკერი, თომას ვულფი და მარკ ტვენი.


ავტორის თქმით, ამ ანთოლოგიამ ასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ყველაფერმა მის ცხოვრებაში და ზუსტად ამ ანთოლოგიის დახმარებით დაიწყო უკეთესად წერა.

სტივენ კინგის საყვარელი წიგნების სიაში ასევე შეხვდებით ისეთ წიგნებს, როგორებიცაა „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“, „ეშმაკეული აიები“, „აგვისტოს ნათელი“, „ბუზთა ბატონი“.

 

ჯულიან ბარნსი

The Guardian-სთვის დაწერილ სტატიაში ჯულიან ბარნსი ყვება თავის დამოკიდებულებაზე ლიტერატურის მიმართ და ამბობს, რომ ის ცხოვრობს წიგნებთან ერთად, წიგნებისთვის და წიგნების საწერად. ასევე იხსენებს მის ბავშვობას: ავტორის მშობლები მასწავლებლები იყვნენ, ისინი რელიგიის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ, არ დადიოდნენ ეკლესიაში, თუმცა ხშირად აკითხავდნენ ბიბლიოთეკას. სწორედ აქედან დაიწყო ცნობილი ბრიტანელი ავტორის, ჯულიან ბარნსის, როგორც აქტიური მკითხველის ცხოვრება.

წლების განმავლობაში ჯულიან ბარნსი აგროვებდა სხვადასხვა გამოცემებს, დღესდღეობით ის მეორეულ წიგნებს ანიჭებს უპირატესობას და საყვარელი ნაწარმოებების დასახელების დროს, ისეთ წიგნებს გამოჰყოფს, როგორებიცაა ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“, ბაირონის „დონ ჟუანი“, ჯეინ ოსტინის „დაჯერება“, ვოლტერის „კანდიდი“ და ჯონ აპდაიკის სერია ბაჭიაზე.


ნილ გეიმანი

New York Time-სთან მიცემულ ინტერვიუში ნილ გეიმანი კითხვაზე, თუ რომელმა წიგნმა მოახდინა მასზე ყველაზე დიდი გავლენა, ამბობს რომ ასეთი ავტორი იყო კლაივ ლუისი, „ნარნიის ქრონიკების“ კითხვის დროს მწერალი პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ წიგნის უკან ავტორი დგას.


მეორე მნიშვნელოვანი გავლენა მასზე „მერი პოპინსის“ სერიას მოუხდენია პამელა ტრევერსის ავტორობით. ნილ გეიმანი ამბობს, რომ ძალიან უნდოდა დაეწერა მერი პოპინსის მსგავსი ისტორიები, რომელიც იარსებებდა სამუდამოდ.

იმავე ინტერვიუში გეიმანი ისეთ ცნობილ ავტორებსაც ასახელებს, როგორებიცაა როჯერ ზელაზნი და მისი რომანი „სინათლის მეუფე“, ავტორის თქმით ზელაზნიმ ფორმა უცვალა მითებს და მაგიას სამეცნიერო ფანტასტიკაში, მისი საყვარელი ავტორები ასევე ურსულა ლე გუინი და გილბერტ კიტ ჩესტერტონიც არიან.


მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

25 October 2017

დავით ქართველიშვილი

25 October 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

25 October 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

25 October 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

25 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

25 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

25 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

25 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

25 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

25 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

25 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

25 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

25 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

25 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

25 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

25 October 2017