31 October 2017
  • 416 ნახვა

დავით ქართველიშვილი

ახლა ერთ კაცზე უნდა მოგიყვეთ. ის კაცი საქართველოში არაა, მაგრამ ქართველია. მეტიც, ქართველიშვილია, გვარად. ეგეთი უცნაური კაცია (ან იქნებ სწორედაც რომ ძალზედ “ცნაური”), ადგა და წავიდა ამერიკაში, იქაც წერს, ალბათ (ან იქნებ სწორედაც რომ არ წერს), თუმცა მე მისი აქაური ნაწარმოებებით მოვიხიბლე და ერთი ნახვით შემიყვარდა. მოკლედ, ეგ კაცი დავით ქართველიშვილია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი, საქვეყნო პოპულარობა არ აქვს, დღესდღეობით მით უფრო, თუმცა ლიტერატურულ წრეებში აღიარება არ დაკლებია, 1976 წელს დაბადებულ მწერალს ჯერ ოცდამეერთე საუკუნის დადგომისთანავე საუკეთესო ახალგაზრდა მწერლის სტატუსი მიანიჭეს და წინანდლის პრემია გადასცეს, შემდგომში კი მისმა კრებულმა “ოთხი მოთხრობა” ლიტერატურული ჯილდო “საბაც” დაიმსახურა. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს პენ-ცენტრსაც ხელმძღვანელობდა და მერე, როგორც აღვნიშნე, ოკეანე გადაცურა.


ახლა თავად ქართველიშვილის შემოქმედებას რაც შეეხება, ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “იყო საღამო, იყო დილა” თავად ავტორის თაობაზე გვიყვება, დაკარგულ, გზააბნეულ თაობაზე, რომელსაც მრავალი სიმძიმის თრევა მოუწია თავის გზაზე. ქართველიშვილის თხრობის სტილი განსხვავებულია, მოქნილი, ხშირად კონცენტრირდება ისეთ დეტალებზე, რაც შეიძლება შინაარსისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ საერთო ატმოსფეროს აღსაქმელად უებარი საშუალებაა. სხვა პატარ-პატარა თუ მოზრდილ მოთხრობებშიც, ქართველიშვილი საკმაოდ ფილოსოფიური ავტორია, თუმცა ზედმეტ სიტყვებს მის ტექსტებში იშვიათად ნახავთ. მწერლისთვის მნიშვნელოვანი თემაა ყოფნა-არყოფნა, თითოეულის ცალკ-ცალკე გააზრებით. ყოფნის რაობით და არყოფნის სევდით, ღმერთის არსით ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის არსით უღმერთოდ თუ ღმერთით. კიდევ ერთი კრებული, რომელიც ყურადღებას იმსახურებს “6 სიზმარია”, 6 მოთხრობა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციას და სხვადასხვა თემას აღწერს, მაგრამ საერთო განწყობით, ქარიშხლისწინა სიჩუმით ხასიათდება. საერთოდ, ჩემი აზრი რომ მოგახვიოთ თავს, ეს კრებული ყველაზე მეტად გავს თავად დავით ქართველიშვილს, ყველაზე მეტად წარმოაჩენს მის სიღრმეს და ზედაპირზე ამოყრილ იმ ერთეულ ემოციებს, რომელიც საკმარისია ადამიანში ეგზისტენციალური ფიქრების გასაღრმავებლად.



ერთი სიტყვით, ამჯერად ასე მოხდა, ავტორი გირჩიეთ და არა ნაწარმოები, თუმცა, შეიძლება ითქვას, ავტორს არაერთი ნაწარმოებიც მოყვა თან. არ ვიცი ქართველიშვილი ხვალ რას დაწერს, მაგრამ რაც დაუწერია, ნამდვილად იმსახურებს, როგორც მინიმუმ, თქვენ ყურადღებას. ფსონს ჩამოვდივარ, რამდენიმე თქვენგანი მაინც, ვისაც აქამდე არ გსმენოდათ ეს სახელი და გვარი, თავისთვის საყვარელ ახალ ქართველ ავტორს აღმოაჩენს. აგე, ნახავთ თუ არა.

მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

31 October 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

31 October 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

31 October 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

31 October 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

31 October 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

31 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

31 October 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

31 October 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

31 October 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

31 October 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

31 October 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

31 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

31 October 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

31 October 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

31 October 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

31 October 2017