01 November 2017
  • 845 ნახვა

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

დაინტერესება კომიქსების და გრაფიკული რომანების მიმართ 21-ე საუკუნეში უფრო და უფრო იზრდება, სწორედ ამიტომ ჩნდებიან ახალია ავტორები, ილუსტრატორები, გამომცემლობები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ ტიპის ლიტერატურის გამოცემით. 

გთავაზობთ რვა გამორჩეულ გრაფიკულ რომანს. 

Persepolis - პერსეპოლისი


ავტორი - მარჯანი სატრაპი

„პერსეპოლისი“ მარჯანი სატრაპის ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანია, რომელიც 2000 წელს გამოიცა და მოგვითხრობს ავტორის ბავშვობის წლებზე ირანში, ისლამურ რევოლუციაზე და ადამიანების ცხოვრებაზე თეირანში.  მარჯანი სატრაპი თავისებური იუმორით და სევდით აღწერს ბავშვობის წლებს, ირანის დატოვებას, ცხოვრებას ევროპაში და უკან, სამშობლოში დაბრუნებას. 


Black Hole - შავი ხვრელი


ავტორი - ჩარლზ ბერნსი

„შავი ხვრელი“ 2005 წელს გამოიცა ერთი წიგნის სახით და მოგვითხრობს ისტორიას თინეიჯერებისა, რომლებიც განიცდიან მუტაციას და გამოეყოფიან საზოგადოებას. როგორც ავტორი ამბობს, ეს მუტაცია შეიძლება შევადაროთ ზრდასრულობის ასაკს. გრაფიკულ რომანში მეტაფორულად აღწერილია, რას ნიშნავს, როცა ადამიანი ემშვიდობება თინეიჯერობის ასაკს გადადის სრულწოვანების ასაკში. 

Smile - ღიმილი

ავტორი - რაინა ტელგემეიერი

„ღიმილი“ რაინა ტელგემეიერის ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანია, სადაც აღწერილია ავტორის ბავშვობის წლები მეექვსე კლასიდან მეათე კლასამდე. გრაფიკული რომანი 240 კვირის განმავლობაში იყო "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების სიაში. 

Maus - მაუსი


ავტორი - არტ სპიგელმანი

„მაუსი“ არტ სპიგელმანის გრაფიკული რომანია, რომელიც 1980 წლიდან 1991 წლამდე იწერებოდა. გრაფიკულ რომანში აღწერილია ჰოლოკოსტის გენოციდი და პოლონელი ებრაელების ამბები. რომანი პოსტმოდერნული ჟანრისაა და მასში ადამიანები თაგვებით არიან ჩანაცვლებული.

არტ სპიგელმანის „მაუსი“ პირველი გრაფიკული რომანია, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. 

Blankets - საბნები


ავტორი - გრეგ ტომპსონი

გრეგ ტომპსონის „საბნები“ 2003 წელს დაიწერა და მასში მოთხრობილია ავტორის ბიოგრაფია, მისი მოზარდობის წლები და პირველი სიყვარული. რომანი მდიდარია ავტორისეული ილუსტრაციებით, რომლის გამოც ის 21 საუკუნის საუკეთესო გრაფიკულ რომანად აღიარეს. 

Fun Home - მხიარული სახლი


ავტორი - ელისონ ბეჩდელი

„მხიარული სახლი“ ავტორის მემუარებზე დაყრდნობით შექმნილი გრაფიკული რომანია, სადაც აღწერილია ელისონ ბეჩდელის და მისი მამის ისტორია. რომანი ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ჰომოსექსუალიზმი, გენდერული როლები, საკუთარი ადგილის პოვნა და coming-out.

გრაფიკული რომანი ბროდვეიზეც დაიდგა და დიდი წარმატებით სარგებლობს დღემდე მკითხველებში. 

Ghost World - სულების სამყარო


ავტორი - დენიელ ქლოუსი  

„სულების სამყარო“ 90-იან წლებში დაწერილი საკულტო გრაფიკული რომანია, სადაც მოთხრობილია ორი მეგობრის, ცინიკური და ფსევდო-ინტელექტუალი ენიდის და რებეკას ისტორია და მათი ცხოვრება 90-იანი წლების ამერიკის გამოგონილ ქალაქში.

გრაფიკული რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმიც, რომელმიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს 

A Wrinkle in Time - დროში ნახტომი


ავტორი - მადელინ ლ’ენჟ

მადელინ ლ’ენჟის „დროში ნახტომი“ 1962 წელს დაიწერა, თუმცა გრაფიკულ რომანად 2012 წელს გადაკეთდა. გრაფიკულ რომანში აღწერილია მეგის და მისი ძმის ისტორია, რომლებიც დაკარგული მეცნიერი მამის საძებნელად დროში მოგზაურობას დაიწყებენ.

რომანის მიხედვით „დისნეიმ“ ფილმიც გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ოპრა უინფრი და რისი ვიზერსპუნი ასრულებენ. ფილმი 2018 წელს გამოვა. 

ა   


მსგავსი

დავით ქართველიშვილი

01 November 2017

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

01 November 2017

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

01 November 2017

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

01 November 2017

შემწვარი მწვანე პომიდვრები

01 November 2017

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

01 November 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

01 November 2017

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

01 November 2017

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

01 November 2017

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

01 November 2017

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

01 November 2017

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

01 November 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

01 November 2017

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

01 November 2017

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

01 November 2017

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

01 November 2017